ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ხოხბის ცრემლები

ხოხბის ცრემლები – აშშ, Overland Park, Kansas

წარმოიდგინეთ …

მოგზაურობ აშშ-ში, მოხვდი კანზასის შტატის ქალაქ ოვერლანდ პარკში, შედიხარ სუპერმარკეტში და … დახლზე შემოგეფეთება ქართული ღვინო, რომლის დიდი ნაწილიც უკვე გაყიდულია … თან რა ღვინო – ხოხბის ცრემლები … ისეთი სახელი აქვს დალევა რომ უკვე მოგინდება, ალბათ უზომოდ დალევაც  … ალბათ განსაკუთრებული შეგრძნება უნდა იყოს …

დიდი მადლობა ბნ. პაატა მამისაშვილს, რომელმაც მოგზაურობისას ეს ფოტოები ტელეფონით გადაიღო და გამომიგზავნა. ყველა იმ ადამიანს გაუმარჯოს, ამ კეთილ საქმეში რომ ხელს გვიწყობს და მცირე, მაგრამ ერთ აგურს გვადებინებს ამ კარგ ქართულ საქმეში.

შეიძლება ბევრი ამას არ აფასებს, მაგრამ ქართული პროდუქტის საზღვარგარეთ გაყიდვა უდიდესი საქმეა, რომელსაც ჩვენ აქ kar.ge-ზე დიდად ვაფასებთ. ყოველი ასეთ აღმოჩენა უკვე არის დადებითი ფაქტი. ექსპორტს შემოაქვს ვალუტა, რომელიც ქვეყნის და ბიზნესის განვითარებას ხმარდება და საქართველოს მოქალაქეს ასაქმებს!

ხოხბის-ცრემლები-აშშ (1)

ხოხბის-ცრემლები-აშშ (2)

ხოხბის-ცრემლები-აშშ (3)

ხოხბის-ცრემლები-აშშ (4)

 

უცხოეთში მაცხოვრებელო/მოგზაური ჩვენებურებო: აღმოაჩენთ დახლზე ქართულ პროდუქტს? გადაუღეთ სურათები, გამომიგზავნეთ და განვათავსებ kar.ge-ზე. ჩაერთეთ კარგი ქართული საქმის კეთებაში.