ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ხორციანი პილმენი, ჩვენებური, დღე #19

ეროვნული 30 დღიანი გამოწვევა – „მე ვყიდულობ ქართულს“ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზების მიზნით 1-30 ივნისის პერიოდში ტარდება და მასში ჩვენ, მომხმარებლები ვღებულობთ მონაწილეობას. ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ პროდუქციას და ჩვენი ამ ქმედების აფიშირებით მაგალითს ვაძლევთ ჩვენს ირგვლივ ადამიანებს, რომ გააკეთონ იგივე.

სასტიკად არ მომწონს, როცა ტიპიურ ქართულ ოჯახში მთელი დღე მზადდება რაღაც „საჭმელი“, რომელიც ერთი დაჯდომა და უკვე აღარ არის. ეს არის ადამიანის, ძირითადში ქალის ენერგიის ყველაზე უყაირათო ხარჯვა, რაც კი რამ არსებობს. ასე მგონია პირადად მე! ამ პრობლემის თავიდან აცილების კუთხით გაყინული ნახევარფაბრიკატები მშვენიერი გამოსავალია. ზოგავ პირველ რიგში დროს, შემდეგ ნერვებს და თუ კარგ ნახევარფაბრიკატს იყიდი, როგორიც მაგალითად ჩვენებურის ხორციანი პელმენია, გემრიელადაც მიირთმევ!

ჩემს ოჯახში, სადაც ყველას თავისი საქმე აქვს ნამდვილად დავხვეწეთ დროის დაზოგვის „ტექნოლოგია“. მის ფარგლებში პერიოდულად მივმართავთ ხოლმე ნახევარფაბრიკატების გამოყენებას. ბრენდი „ჩვენებური“ მიერ წარმოებული პელმენი კი ამ კუთხით საკმაოდ ოპტიმალური გამოსავალია. მწარმოებელია შპს „ძველი დიღომი“. 6,5 ლარი ღირს კილოგრამი და წონით იყიდება. თან საცხოვრებელ ბინასთან ახლოს იყიდება უბნის მარკეტში.

სწორედ ამიტომ, ჩვენებურის ხორციანი პელმენი გამოწვევის მე-19 დღეს ამშვენებს.

ძირს „ქალი ვიცი მე კუხნაში“!