ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ხევსურული საღამო

ხევსურული საღამო – მთის საჩუქარი ბარს. შაბათი, 11 ივლისი, 17:00

11 ივლისს, 17:00 საათზე, www.paata.ge და ლუდი „ხევსურული“, გეპატიჟებათ მუშტაიდის პარკში, სადაც გაიმართება თეონა ქუმსიაშვილის სახელობის ხევსურული საღამომთის საჩუქარი ბარს. მონაწილეობენ საქართველოს მთის რეგიონში მცხოვრები პოეტები, მომღერლები, მოცეკვავეები, ფოლკლორისტები.

ღონისძიების მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს მთის კულტურას, გააცნოს თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს მთის ფოლკლორი. ხელი შეუწყოს მთაში ტურიზმის განვითარებას. საღამოს დევიზია – თუ თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები ვერ მიდიან მთაში, მთა თავად მოდის მათთან!

2007 წლიდან თბილისში ბავშვთა ქალაქ “მზიურში” ყოველ 26 ივნისს ტარდება ხევსურული საღამო, მაგრამ ამჯერად ცნობილი სტიქიის გამო გადაიდო. წელს საღამოზე შეგროვდება შემოწირულობა და შეგროვილი თანხა გადაეცემა ნოდარ დუმბაძის ბავშვთა ქალაქ “მზიურს”.

ნახეთ რა ხდებოდა 1 წლის წინ მოწყობილ საღამოზე …

ამ ძალიან მაგარ საღამოს არცერთ ვარიანტში არ გამოვტოვებ!

წამოხვალ?