ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

დღეს წყალი „სნო“-ს ნიმუშები (6 სხვადასხვა ზომის შუშის/პეტის ბოთლი) ყატარში გავგზავნეთ (y)

17 იანვარი 2018 …

დღეს მოძრაობა KAR.GE-ს, შპს „აქვა გეო“-ს და ყატარში ბნ. პაატა გიორგაძის მონდომებით ბრენდი „სნო“-ს წყლის 6 სხვადასხვა შუშის და პეტის ბოთლში ჩამოსხმული ნიმუშები (საერთო წონით 17.5 კგ) ყატარში თურქული ავიახაზების მეშვეობით გაიგზავნა.

ამ კონკრეტულ თემაზე კომუნიკაცია თითქმის 3 თვე გრძელდებოდა.

ჯერ იყო პირველადი შეთავაზების მიწოდება …
შემდეგ მომზადდა კომერციული წინადადება …
შემდეგაც არაერთი მოლაპარაკება შედგა საჭირო ხალხთან …
რადგანაც ფასი აღმოჩნდა მისაღები, დაიგეგმა ნიმუშის გაგზავნა და გავაგზავნეთ კიდეც!

შემდეგ ეტაპია დეგუსტაცია, შემოწმება, ანალიზი და ყველაფერი ის, რასაც ყატარის მხარე მოითხოვს და ადგილზე თვითონ გააკეთებს. როგორც კი ხელშესახები შედეგი გვექნება, რა თქმა უნდა შეგატყობინებთ.

განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა დოჰაში მაცხოვრებელ ქართველს – ბნ. პაატა გიორგაძეს, რომლის მონდომების გარეშე ეს საქმე (ისევე როგორც სხვა საქმეები, რომელთაც ჯერ არ ვახმაურებთ) არ გამოვიდოდა.

ასევე დიდი მადლობა შპს „აქვა გეო“-ს, ბრენდ „სნო“-ს, რომელსაც აქვს ხარისხიანი ნაწარმი და აქვს კონკურენტული ფასი ამ ნაწარმზე. გარდა ამისა კომპანიამ თავის თავზე აიღო ნიმუშების გაგზავნის ხარჯები. ხაზგასასმელი ფაქტორია ისიც, რომ შპს „აქვა გეო“ წარმოდგენილია KAR.GE კატალოგში (ელექტრონული) და „KAR.GE საექსპორტო კატალოგი 2017“-ში.

მათთვის კი, ვინც აწარმოებს ხარისხიან ნაწარმს და სურს ყატარში „ბედის მოსინჯვა“ …

დაგვიკავშირდით …

ჩვენ უკვე საკმარისი გამოცდილება დაგვიგროვდა და როგორც მინიმუმ გაგიზიარებთ მაინც მოსაზრებას როგორ მოვიქცეთ თქვენი პროდუქტის შემთხვევაში.

ფაქტი ერთია: თუ საქართველოდან გაგზავნილ კომერციულ წინადადებაში (ამის მომზადებაც ცალკე საქმეა) მითითებული საექსპორტო ფასი საინტერესო აღმოჩნდება ყატარის მხარისთვის და ის მზად იქნება მიიღოს ნიმუში (ეს ფული ჯდება, თან არც თუ ისე ცოტა), დანარჩენი თქვენზეა (თუ თქვენ ხარჯებს გადაიხდით, მაშინ ნიმუშს გავაგზავნით). ამ დროს მინიმუმ დეგუსტაცია გარანტირებულია (და KAR.GE-ზე გაჟღერებაც). ხოლო, თუ იქ პროდუქტიც დაამტკიცებს თავისას, აეწყობა საქმე …