ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
hongkong-ღვინო

ქართული ღვინოების დიდი წარმატება ჰონგ-კონგში … მაგრამ ეს ნახეთ …

ნებისმიერი ასეთი წარმატება დასაფასებელია!
და სწორედ ამიტომ ვაჟღერებთ ამ ინფორმაციას kar.ge-ზე!

ჰონგ-კონგის ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე – „HKTDC – Hong Kong International Wine and Spirits Fair 2015” – კომპანიის „კახური ღვინის მარანი“ ღვინომ „საფერავი 2011“ ორი უმაღლესი ჯილდო (გრანპრი ნომინაციაში „საუკეთესო რეგიონალური ღვინო აღმოსავლეთ ევროპაში“ და ოქროს მედალი) მოიპოვა. ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა ამავე კომპანიის ღვინო „მუკუზანი 2011“.

ეს ზედა აბზაცი ღვინის სააგენტოს ვებსაიტზე დადებული სტატიიდან დავაკოპირე. მე ბუნებრივია დავინტერესდი კომპანიით, ვებსაიტი და Facebook გვერდი დავძებნე და რაც ვნახე დამაფრთხო … არ დაგიმალავთ და ასეთ სერიოზული წარმატების მქონე კომპანიას ასეთი ვებსაიტი და Facebook გვერდი ჰქონდეს … უბრალოდ არ ეკადრება! მეტიც, სირცხვილიც კი არისა! ბატონებო, ნუთუ ვერ ხედავთ რა სამარცხვინო “ვებ ფანჯარა” გაქვთ? თუ ერთი რიგიანი შემსრულებელი ვერ ნახეთ, რომ ამ საქმისთვის მიგეხედათ?

რა მალაპარაკებს?

საქართველოში ხშირად ვითხოვთ მოხმარებლისგან, რომ პატივი სცეს ქართულ პროდუქტებს, იფიქრონ მათს ყიდვაზე, იყიდოს ისინი, მაგრამ რა უნდა ვუპასუხო მომხმარებელს რომელსაც ვუმტკიცებ რა მაგარია ეს ქართული კომპანია, რა მაგარი პროდუქტები აქვს, როგორი წარმატებები აქვს მაშინ როცა წკაპ-წკუპ … ინტერნეტში დაგძებნის და ასეთ საიტს და Facebook გვერდს ნახავს? საზღვარგარეთ რა, გგონიათ ინტერნეტი არ აქვთ? ექსპორტის მიზნით პროდუქტებით გამოფენებში მონაწილეობთ და თქვენს “საშინაო დავალებას” რატომ არ ასრულებთ?

არ მიხედავთ მარკეტინგს? ნუ გექნებათ გაყიდვების იმედი!
ბოთლის ღვინოს მყიდველი ჩემნაირი მყიდველია და იგი ხედავს მეწარმის დამოკიდებულებას!
გაითვალისწინეთ ეს გთხოვთ!
და მყარი მიზეზი მომეცით, რომ თქვენზე 100% დადებითი ვისაუბრო და ვწერო!

ეს ყველა ქართულ კომპანიას ეხება! ყველა იმ ქართულ კომპანიას [რეალურად კომპანიათა 90% და მეტს], რომელთაც ინტერნეტ ფანჯარა მიუხედავი აქვს!

PS

მოძრაობა kar.ge მხოლოდ დადებითზე საუბარს არ აპირებს. სადაც შევხედავთ და პრობლემას დავინახავთ, ღიად დავწერთ, რომ თქვენ, მეწარმეებო, იცოდეთ რა შეცვალოთ … თქვენ კი მომხმარებლებო, იცოდეთ რას მიაქციოთ ყურადღება!