ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ნატახტარი-ბროწეულის-წვენი-ბორჯომი

ცინცხალი ქართული კვალი ნიუ-იორკში …

ამ ერთი კვირის წინათ kar.ge Facebook გვერდზე ნიუ-იორკის დახლებზე აღმოჩენილი ქართული ბრენდების სურათებზე ერთ-ერთმა პიროვნებამ მიგვიწერა – „vai chvens patros meti saamayo rom ara dagvrchenia ra,iamaye ero“ …

აშკარაა, რომ საამაყო სხვაც ბევრია, მაგრამ ამ საიტის მიზანია ქართული წარმოების პროდუქტების პოპულარიზება. ექსპორტი სწორედ რომ საამაყოა! ამ გაღლეტილ ქვეყანაში ფული თუ რამეს შემოაქვს ეს 1) საზღვარგარეთ მომუშავეთა გადმორიცხვებია, 2) ექსპორტი და 3) ინვესტიციები. ეს თუ არაა საამაყო აბა რაა?

მოკლედ,

დღეს kar.ge-ზე მიმდინარე კამპანიის – “დაიპყარი მსოფლიო“-ს ფარგლებში წარმოგიდგენთ სურათებს, რომელთა მოწოდებისათვის ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს თანამემამულე – ნინო რატიანიძეს. ნინო მეგობრებთან ერთად New-York-ში სტუმრად იყო და ბრუკლინში, ერთ-ერთ ობიექტში ქართული პროდუქტები აღმოაჩინა. აღმოაჩინა, აღბეჭდა და გამოგვიგზავნა 🙂

ბორჯომი

ნატახტარი-ბროწეულის-წვენი

 

აი ეს არის ნამდვილად საამაყო საქმე!

იამაყეთ ქართულით!