ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

მოძრაობა KAR.GE-მ დღეს ბებოს ჩურჩხელას და თათარას ნიმუშები ლონდონში გააგზავნა

დღეს კიდევ ერთი კარგი ამბავი უნდა გითხრათ …
დღეს პროდუქციის ნიმუშები გავგზავნეთ …
ლონდონის მიმართულებით …
2 კვირის წინ ხომ გავგზავნეთ აჯიკის 6, ტყემლის 2 და სვანური მარილის 33 ნიმუში?
დღეს ჩურჩხელა და თათარა.

ორივე პროდუქტს თითქმის იდეალური სასაქონლო ფორმა აქვს …

ბებოს ჩურჩხელა საქართველოში ერთადერთი ვაკუუმში შეფუთული, უძაფო ჩურჩხელაა, რომელიც სპეციალური ტექნოლოგიით ყალიბებში ისხმება. ამის გამო ყველა ნიმუში სტანდარტული ზომისაა. ინახება მრავალი თვე, რაც მას ექსპორტისათვის მეტად ხელსაყრელ ნაწარმად აქცევს.

თათარა კი ბოლო დროის უდიდესი ქართული ნოვაციაა და მას დიდი პერსპექტივა აქვს. იდეურად ჩურჩხელაა, მაგრამ ფორმა აქვს განსხვავებული. მისი ყიდვა ბევრგანაა შესაძლებელი ქსელებში.

ვნახოთ როგორ მოწონებას დაიმსახურებენ ისინი …
შედეგებს შევატყობინებთ …