ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ჩიტო გვრიტო

იამაყეთ! ჩიტო-გვრიტო, ქინძმარაული, სულიკო, თბილისის ძველი – გერმანიაში იყიდება

დიდი მადლობა მანანა ამბროლაძეს, რომელმაც ეს ფოტები გერმანიიდან მოგვაწოდა. ეს კონკრეტული პროდუქცია ქალაქ Friedrichshafen-ში, მაღაზიათა ქსელში MINI MIX-ში დევს დახლზე. ფასები იქვეა მითითებული.

მწარმოებელი კომპანიაა GEOWINE. კომპანია 2009 წელსაა დაფუძნებული. ვებსაიტზე განთავსებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ კომპანია 150 ჰექტარ ვენახს ფლობს კახეთში. აქვს  Facebook გვერდი, მაგრამ არააქტიური …

აი სულიკო და თბილისის ძველი ვისია ვერ გავარკვიე … არ იკითხება ეტიკეტზე არაფერი 🙁

ღვინო-1

ღვინო-2

ღვინო-3

 

უცხოეთში მაცხოვრებელო ჩვენებურებო: აღმოაჩენთ დახლზე ქართულ პროდუქტს? გადაუღეთ სურათები და გამომიგზავნეთ. ერთად დავიპყროთ მსოფლიო … საზღვარგარეთ გაყიდული თითეული ქართული პროდუქტისგან შემოსული ფული ქართულ ბიზნესს ავითარებს, ეს ავტომატურად ქართულ სახელმწიფოს ავითარებს და შედეგად საქართველოში მყოფი ადამიანი საქმდება და იღებს ხელფასს. რაც მეტი დოვლათი შემოვა ქვეყანაში ექსპორტის შედეგად, მით უკეთესია ეს ამ ქვეყნის თითოეული მაცხოვრებლისათვის.