ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ღვინის დეგუსტაცია

როგორ დავიპყროთ ჩინეთის ღვინის ბაზარი [1,68 მილიარდი ლიტრი წელიწადში]?

მახსოვს წლების წინ რუსეთის ბაზარი რომ პირველად გადაიკეტა ქართული პროდუქციისათვის ღვინის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ცხარე თემა გახდა ახალი ბაზრების მოძიების საკითხი. ამ ფონზე კი ჩინეთი საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურებოდა. უბრალოდ წარმოიდგინეთ, დღეში თითო ჩინელმა ერთი ყლუპი ქართული ღვინო რომ გადაყლაპოს ეს იქნება 1.3 მილიარდი ყლუპი, ეს კი თითქმის 1 მილიონი ბოთლია დღეში.

ჩინეთში ღვინის მოხმარება 2000 წლიდან იზრდებოდა, მაგრამ 2012-2013 წლებში დასტაბილურდა 2013 წელს 16,8 მილიონი ჰექტოლიტრის [1,68 მილიარდი ლიტრი] დონეზე. ეს უზარმაზარი ბაზარია. რას აკეთებს ღვინის სააგენტო ამ ბაზრის დასაპრობად [FB გვერდი]?

პროცესი დაწყებულია უკვე დიდი ხანია. რამოდენიმე დღის წინ კი ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქ პეკინში ქართული ღვინის საგანმანათლებლო სემინარი გაიხსნა, რომელსაც პირველ ეტაპზე 317 მსმენელი დაესწრება. წინასწარ შერჩეულ მსმენელებს შორის არიან ღვინის მოქმედი და მომავალი ექსპერტები, ღვინის მოყვარულები, დისტრიბუტორები და ღვინის მაღაზიების ქსელების მფლობელები.

გაყიდვების მიღწევა არის პირველი დონის შედეგი. განმეორებადი გაყიდვის მიღწევა კი TOP შედეგი, რაც ურთულესი საქმეა, თან ღვინის თემაში, თან ჩინეთში, სადაც მოსახლეობის გემოვნებითი პრიორიტეტები ღვინის მიმართ კარდინალურად განსხვავედება ქართველი მომხმარებლის პრიორიტეტებისგან. წარმატებები ვუსურვოთ ჩინეთის ბაზრის დაპყრობის მოსურნე ქართველებს.

როგორ დავიპყროთ ჩინეთის ღვინის ბაზარი? რა თქმა უნდა ყლუპ-ყლუპად 🙂