ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ჩვენებური

ჩვენებური, ნახევარფაბრიკატები – დღე #9, 30 დღიანი გამოწვევა

Facebook-ზე ჯგუფი გვაქვს – კლუბი 486, დახურული ჯგუფი, სადაც ვიწრო წრეში ვიხილავთ სხვადასხვა კარგ ქართულ იდეებს. დაახლოებით 40-მდე ვართ იქ [თუ გამოწვევაში მონაწილეობთ, შემოგვიერთდით იქ]. ჰოდა რამოდენიმე დღის ჩვენი გუნდის წევრი ზურა მურაკაშვილი იქვე წერს კონტაქტს …  ჩვენებურები არიან, ხარისხიან პროდუქტს აწარმოებენ, გამოფენა-გაყიდვაში ჩართვა აინტერესებთ და დაუკავშირდიო.

მეც გავარკვიე ვისთან და რასთან მქონდა საქმე და აღმოჩნდა, რომ ეს ის ბრენდია, რომლის ნახევარფაბრიკატებსაც ხშირად ვყიდულობთ ჩემს ოჯახში და მივირთმევთ ხოლმე. ვყიდულობთ სწორედ იმიტომ, რომ ფასი ნორმალურია, გემო კი უმაღლესი. ეს არის ბრენდი ჩვენებური. მერე მივხვდი ვისთან მქონია საქმე.

ჩვენებური

მე მგონი ყველას გეცნობათ ეს ეტიკეტი. ან შეიძლებ არ დაკვირვებიხართ აქამდე, მაგრამ აწი დააკვირდით. ხშირად შეგხვდებათ ქსელში. მრავალი სახის ნახევარფაბრიკატი აქვს. მგონი 5 სახის მარტო ხინკალი აქვთ, პელმენები, აფხაზურა, კოტლეტები და ა.შ. თან უგემრიელესია. ეხლაც 3 ლარის ხორციანი პილმენი შევიძინე ხვალ დილით ბავშვების სკოლაში წასვლამდე დასანაყრებლად.

ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ის, რომ ჩვენებურის ხარისხიანი ნახევარფაბრიკატები 18-20 დეკემბერს იქნება წარმოდგენილი გამოფენა-გაყიდვაზე ქარვასლაში, ც. დადიანის 7, რომელსაც ჩვენ, მოძრაობა kar.ge სავაჭრო & ბიზნეს ცენტრ ქარვასლასთან ერთად ვაკეთებთ. დიდი წინასაახალწლო მოვლენა იგეგმება და მაქსიმალურად ვქოქავთ ყველაფერს. აი აქ უნდა მოხვიდეთ, შეიძინოთ ქართული ხარისხიანი პროდუქცია და იამაყოთ!

რითია უნიკალური ჩვენებურის პროდუქცია?

იცით, ნახევარფაბრიკატის შემთხვევაში ეს ის თემაა, როცა თუ არ გასინჯე, სიტყვებს ფასი არა აქვს. ფაქტი ერთია: რაც ვიყიდეთ, ყველაფერი ძალიან გემრიელია!