ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ბურახი შხეფი

“შხეფის” ბურახი გაგისინჯავთ?

ქართულია & kar.ge-ა!

“ნიკორა”  ქართულ ბაზარზე  ყველაზე მრავალრიცხოვანი სავაჭრო ქსელით – 108 სუპერმარკეტითაა წარმოდგენილი. კომპანია 500-მდე დასახელების პროდუქტს აწარმოებს. იგი ხორცპროდუქტების, თევზეულის, რძის ნაწარმის, პურ-ფუნთუშეულის, გაყინული საკონდიტრო ნაწარმის, ღვინისა და ლიმონათების მწარმოებელია. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქცია “ნიკორას” მარკეტების ქსელში იყიდება.

დღეს არჩევანი “შხეფის” ფირმის ბურახზე შევაჩერე, რომელიც “ნიკორას” ქსელში იყიდებოდა და ახლაც იყიდება. ამ ლიმონათს რამდენადაც ვიცი “ნიკორა” აწარმოებდა, მაგრამ როდესაც მათ საიტზე შევედი “შხეფის” ბრენდის ჭაჭანება არ არის. ცოტა გაუგებარია. ბურახს შეფუთვაზე აწერია, რომ დამზადებული საქართველოში შ.პ.ს “შხეფის” მიერ. საიტიც აქვთ მითითებული, www.shkhepi.ge, რომელზე შესვლითაც ჩნდება მხოლოდ  “შხეფის” ლოგო და  ხილის ფოტოები. აღნიშნულ საიტზე ვერანაირ ინფორმაციას ვერ მოიპოვებ.

“შხეფის” 2 ლიტრიანი ლიმონათი 2 ლარი ღირს. მის შემადგენლობაში შედის: გაწმენდილი სასმელი წყალი, შაქარი, ლიმონმჟავა, ბურახის არომატიზატორი, ნახშიროჟანგი, მულტისვიტი, ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბიტი. ბურახი არის გაზიანი, მოტკბო არომატის და საკმაოდ გემრიელი.

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.