ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

როგორ შევქმნათ ძირითადი ოჯახიდან ახალი ოჯახი?

როგორ შევქმნათ ძირითადი ოჯახიდან ახალი ოჯახი და ამით შევაფერხოთ ყრა?

“ხშირად გვაქვს საფუტკრეში ძლიერი ოჯახები რომელსაც ვშიშობთ რომ იყრიან. ამ სიტუაციაში სასურველია ამ ოჯახიდან შევქმნათ პატარა ოჯახი და მივიღებთ ორმაგ სარგებელს რომელიც იქნება ახალი ოჯახი + ძველ ოჯახის შენარჩუნება” – ირაკლი ჯანაშია, მეფუტკრე.

ირაკლი ჯანაშია აგიხსნით და გიჩვენებთ თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ძლიერი ოჯახისგან პატარა ახალი ოჯახის „გამოსაყვანად“ ისე, რომ მთავარი ოჯახი არ „დაზარალდეს“.

აქ 4 რჩევას ამოვწერ მხოლოდ:

  1. სკიდან ამოვიყვანოთ დედა, რათა ახალ ოჯახში არ გადაგვყვეს;
  2. ახალ სკაში გადავდოთ ორი ბარტყიანი და ერთი საკვები საკვები ჩარჩო;
  3. დამატებითი ორი ჩარჩოდან ჩავფერთხოთ ფუტკრები ახალ სკაში;
  4. ორ ან სამ დღეში მივცეთ მწიფე სადედე;

ვიდეოს ავტორია Mosavali.org, რომლის Facebook გვერდზე და YouTube არხზე უამრავი სხვა სასწავლო ვიდეოს ხილვა შეგიძლიათ. kar.ge-ზე ვიდეოს და სტატიის განთავსება ხდება მოძრაობა KAR.GE-სა და Mosavali.org-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად.