ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ყველის სახლი

მწარმოებლებო, აი თქვენ შანსი გაყიდოთ მეტი

ძვირფასო მწარმოებლებო,

თუ თქვენ აწარმოებთ წვენებს, საწებლებს, კომპოტებს, მურაბებს, ჯემებს, თაფლს, მჭადის ფქვილს, ლორს, ჩაის და ა.შ. და ა.შ. … მოკლედ, რასაც არ უნდა აწარმოებდეთ ქართულს თუ გინდათ რომ ის უფრო მეტ დახლზე მოხვდეს და გაიყიდოს, მაშინ ეს განცხადება თქვენთვისაა.

ალბათ იცით, რომ ყაზბეგის 20ა-ში უკვე რამოდენიმე წელია ფუნქციონირებს ყველის სახლი. აი Facebook გვერდი დაათვალიერეთ … აქამდე იყო მხოლოდ ერთ ადგილას, ეხლა კი ფართოვდება და რამოდენიმე ობიექტში დაიდება ყველის სახლში არსებული პროდუქცია. ა.გ. საჭიროა მეტი ასორტიმენტი, მეტი მომწოდებელი და რაც მთავარია, მეტი ხარისხიანი პროდუქცია!

ჰოდა, ყველის სახლი გეძებთ თქვენ, ქართული პროდუქციის მწარმოებლებს, ვისაც გაქვთ ხარისხიანი პროდუქცია და გსურთ მისი გაყიდვების ზრდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო პირდაპირ დაუკავშირდით ყველის სახლის მეპატრონეს, ქალბატონ ანა ჩიკვაიძეს Facebook-ით. დანარჩენზე დაე თქვენმა პროდუქტმა ილაპარაკოს.

წარმატებებს გისურვებთ!