ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
შავი ჩაი, გურია კომპანი

შავი ჩაი გურიიდან. და ეს მხოლოდ დასაწყისია ….

საქართველოში ქართული ჩაის ბაზრის დიდი ნაწილი იმპორტირებულ პროდუქციას უჭირავს. როგორ გგონიათ რატომ? განა ქართული წარმოების ჩაი არ გვაქვს? გვაქვს და მერე როგორ, მაგრამ … მაგრამ … მყიდველებში ქართული ბრენდების შესახებ ინფორმაცია მინიმალურადაა, ქართული ბრენდების ცნობადობა მინიმალურია, დახლზე ქართული ბრენდების წარმოდგენის ხარისხი მინიმალურია, და ა.შ. … ეს ყველაფერი კი სხვა მრავალ უარყოფითი გავლენის მქონე ფაქტორთან ერთად კი გაყიდვებზე აისახება.

ყველაფერს ეშველება! და აი რატომ … დაიძრა ყინული … სულ უფრო და უფრო მეტი ორგანიზაცია და ადამიანი ერთვება ქართული პროდუქციის წარმოებაში და მეტიც, მის პოპულარიზებაში, რომ ქართველმა მომხმარებელმა მინიმუმ იცოდეს რა გვაქვს ქართული, რომ არჩევანი ინფორმირებულად გაკეთოს.

დღეს წარმოგიდგენთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს – „გურია-კომპანი 2014“. კოოპერატივის წევრებმა არა მხოლოდ იმდენი მოახერხეს, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლების-ხიდისთავის და ქვენობანში მცხოვრები ფერმერების მატერიალური, ფინასური და ადამიანური რესურსები გააერთიანეს და 7 წევრიანი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „გურია კომპანი 2014“ ჩამოაყალიბეს, არამედ  ENPARD-ის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით მოახდინეს კოოპერატივის  საკუთრებაში არსებული 5ჰა ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია/შემოღობვა და ჩაის გადამამუშავებელი წარმოების გადააიარაღეს თანამედროვე ტექნოლოგიებით. ეგ კიდევ რა, თბილისშიც კი ყიდიან პროდუქტს ერთ-ერთ კაფეში.

კოოპერატივის პროდუქტი არის ორ და სამ ფოთლიანი ნაზი დუყებისგან დამზადებული ეკოლოგიურად სუფთა, ფოთლოვანი, არომატული შავი ჩაი. ჯერ ვერ აფასოებენ, ბრენდირებული არ არის, მაგრამ ხარისხიანია. ამჟამად კოოპერატივი აწარმოებს დაახლოებით 1,5 ტონა შავ ჩაის.  3 წლის შემდეგ კი, როცა კოოპერატივის საკუთრებაში არსებული რეაბილიტირებული ჩაის პლანტაცია სრულ მოსავალს მისცემს, მათ მიერ წარმოებული ჩაის პროდუქციის რაოდენობა დაახლოებით 20 ტონას მიაღწევს. 1 კგ შავი ჩაის ამჟამინდელი სარეალიზაციო ფასი 25 ლარია.  კოოპერატივი 2018 წლისთვის გეგმავს ბიო-პროდუქტის სერთიფიკატის მოპოვებას.

აი გამრჯე ხალხის საკონტაქტო ინფორმაციაც:

გიორგი ტრაპაიძე – 593 27 90 47, სოფელი ხიდისთავი, ჩოხატაური მუნიციპალიტეტი

ავთო ლომთათიძე – 593 18 10 78, სოფელი ქვენობანი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი