ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ყველაზე “ნაღდი ქართული“ წყლის გადასხმის ვიდეო 2014-ის Ice Bucket Challenge-დან

2014 წლის Ice Bucket Challenge გახსოვთ?

იმ დროს როცა მთელი მსოფლიო სტანდარტულად ისხამდა თავზე წყალს (მეც მათ შორის), ამ ადამიანმა მოიფიქრა და „გადმოაქართულა“ თემა, მოარგო ქართულ „ფესვებს“ და დააგუგუნა თავისებურად! არ ვიცი ეს ადამიანი ვინაა, მაგრამ ამაზე „შოკისმომგვრელი“ და ნაღდი ქართული ვიდეო მაშინ არ დადებულა 🙂 უბრალოდ, ისე მომეწონა მაშინ ეს ვიდეო, რომ „რა იცი რა ხდება“ სიტუაციებისათვის შემოვინახე.

სულ მალე, 2017 წლის დეკემბერში #30დღიანიგამოწვევა – #მევყიდულობქართულს იწყება. 1 დეკემბერს ვყიდულობთ 1 ლარზე მეტი ღირებულების ნებისმიერ ქართულ ბრენდირებულ ნაწარმს, ტელეფონით ვიღებთ ორიგინალურ ვიდეოს რომელშიც ვიწვევთ 3 Facebook მეგობარს, ვიდეოს ვტვირთავთ საკუთარ Facebook პროფილზე და ვთაგავთ გამოწვეულ მეგობრებს. მათ აქვთ 24 საათი იგივეს გასაკეთებლად. გაზიარებისას ვიყენებთ ჰეშტეგებს – #30დღიანიგამოწვევა, #მევყიდულობქართულს და #ძალაერთობაშია.

ვისურვებდი, რომ ასეთი “იმპროვიზაცია” ვიდეოები გვქონდეს ბლომად 🙂

შესაძლებლობა ქართულ კომპანიებს: გავაკეთოთ კონკურსი, სადაც დავაჯილდოვოთ ყველაზე ორიგინალური ვიდეოს ავტორი? დააწესებთ პრიზებს?