ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ღია ლექცია

ღია ლექცია SEU-ში … თემა რა თქმა უნდა ქართული & kar.ge

ბოლო 20 წლის მანძილზე მრავალი ათასი საათი გამიტარებია აუდიტორიაში, მაგრამ ასეთი 2 საათი დღემდე არ მქონია … ეს მოხდა დღეს, ამ საღამოს, 10 დეკემბერს, SEU-ში, სადაც მოწვევით ქართულ და კარგ თემაზე სტუდენტებთან ღია ლექცია ჩავატარე.

ჯერ იყო და ღია ლექციის დასაწყისში მეზობლად ფეიერვერკი დაიწყო და თავიდანვე ხალისი შეიტანა პროცესში …

მერე ამას მოჰყვა ძალიან დაინტერესებული 20-მდე სტუდენტის ძალიან საინტერესო შეკითხვები, რასაც სიმართლე რომ გითხრათ არ ველოდი …

ბოლოში კი თურმე ერთ-ერთი მსმენელის დაბადების დღე ყოფილა და ჩემთვის სიურპრიზად აუდიტორიაში შუქები ჩაქრა და ქართული წარმოების ტორტიც შემობრძანდა, რა თქმა უნდა ქართული შუშხუნა ღვინოსთან ერთად …

მოკლედ,

თქვენი არ ვიცი, მაგრამ ნამდვილად დასამახსოვრებელი საღამო გამოვიდა, რაც იქ მყოფი ყველა ადამიანის საერთო დამსახურებაა. დიდი მადლობა მეგობრებო რომ ამ პროცესის მონაწილე ვიყავი დღეს. აი რამოდენიმე სურათიც 🙂

DSCN9448 DSCN9451 DSCN9455 DSCN9456 DSCN9459