ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ქინძმარაული, ხვანჭკარა, ალაზნის ველი

ქინძმარაული, ხვანჭკარა, ალაზნის ველი New Jersey-დან. ქართულია კი?

კარგია, როცა ქართულ ბრენდებს უცხოეთის დახლებზე ხედავ, მაგრამ მთლად კარგი ვერაა, როცა ვერ ხვდები მართლა საქართველოდანაა გატანილი თუ არა. დიდი მადლობა ბნ. როინ როინიშვილს ამ ფოტოების მოწოდებისათვის. ბნ. როინი აშშ-ში ცხოვრობს და ეს ფოტოებიც იქედანაა, კონკრეტულად კი New Jersey-ს ქალაქ Clifton-დან.

„თქვენ გვერდზე ვხედავ ხოლმე ასეთ გადაღებულ სურათებს და მაგიტო გიგზავნით იქნებ ჭეშმარიტების პოვნაში დაგვეხმაროს. მე ეჭვი მეპარება, რომ საქართველოდან ჩამოტანილი ღვინოებია. აქ ქართველები ჩილეს და კალიფორნიის ღვინოებს ვყიდულობთ იმის გამო რომ ქართული ღვინოების ხარისხი საშინელია. დიდი სურვილი გვაქვს ქართული ღვინოები ვიყიდოთ, მაგრამ ხარისხია დაბალი.“

სურათებზე თქვენ ხედავთ ხვანჭკარას, ალაზნის ველს და ქინძმარაულს. შიგნით რა სითხე ასხია არ ვიცით, მაგრამ გარეგნული დათვალიერებით რომ ამათ ქართული არაფერი ცხიათ ეს ალბათ ნათელია.

ქართული-ღვინო-ny (1) ქართული-ღვინო-ny (2) ქართული-ღვინო-ny (3) ქართული-ღვინო-ny (4) ქართული-ღვინო-ny (5)