ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
გამოფენა-გაყიდვა

ქობულეთი, 25-29 ივნისი, ქართული პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა

ანონსი მეწარმეებისათვის …

და მათთვის ვინც 25-29 ივნისს ქობულეთში იქნება …

 

2015 წლის 25-29 ივნისს ქობულეთში იმართება საქართველოში წარმოებული პროდუქციის, მათ შორის ხელნაკეთი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიების მხარდამჭერია ქობულეთის გამგეობა. კომპანიებისათვის მონაწილეობა უფასოა. მომსახურებაში შედის უფასო საგამოფენო დარბაზი და სავაჭრო მაგიდა.

გამოფენა-გაყიდვის მიზანია ხელი შეუწყოს მცორე მეწარმეებს მოახდინონ საკუთარი წარმოებული პროდუქციის ცნობადობის ამაღლება და გაზარდონ გაყიდვები. გამოფენაზე მოხდება ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა, ახალი კავშირების დამყარება და ახალი დამკვეთების გაჩენა. გარდა ამისა მოწვეული არიან უცხოელი ტუროპერტორები ტურისტული ჯგუფებით, მედია გააშუქებს ფესტივალის შესახებ, ველდებით უამრავ სტუმარს. ივნისის ბოლოს ტურისტების ნაკადების შემოდინება უკვე დაწყებულია, რაც დამატებითი სტიმული იქნება და გაზრდის გაყიდვებს.

ადგილზე ორგანიზებას უზრუნველყოფს ქობულეთის გამგეობა. დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით თბილისში ბნ. ბაგრატ მეზურნიშვილს: მობილური – 577 565 652, ქალაქის ნომერი – 2 99 08 55. დრო მოსამზადებლად თითქმის 3 კვირაა …