ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ახალი ქართული ჩიპსი FRIXX აჯიკა – მაგარია!

დიდი თავგადასავლების შემდეგ როგორც იქნა დახლზე დამხვდა ქართული ჩიპსის სამივე ვერსია – FRIXX ბარბექიუ, FRIXX კლასიკი და რაც ეხლა პირველად გავსინჯე – FRIXX აჯიკა! ჩემი კომენტარი სათაურშია …

მე პირადად ჩიპსი დიდად არ მიყვარს, მაგრამ როცა ლუდს ვყიდულობ, „მისაყოლებლის“ კომპლექტში აუცილებლად ჩიპსიც არის. ამიერიდან მხოლოდ ქართული ჩიპსი. ხშირად ამბობენ მავნებელიცააო, არ ვიცი. მაგრამ ერთი ნამდვილად ვიცი: იმდენი მავნებელია ირგვლიც, რომ +1 თუ -1 ჩემთვის არაფერს ცვლის და მაგის გამო სიამოვნებას არ მოვიკლებ!

FRIXX ბარბექიუ და FRIXX აჯიკა ჩემთვის აშკარად გამოკვეთილი ფავორიტები არიან. ფასითაც, გემოთიც, ხარისხითაც. ეტიკეტის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ კარტოფილი ადგილობრივი წარმოებისაა. ეტიკეტზე ამაყად აწერია „კავკასიის მთების ჩიპსი“. მწარმოებლის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ აქ – http://frixx.ge/. საიტი ფრიად ინფორმატიულია.

 

ეხლა კი, მას შემდეგ რაც სამივე გავსინჯე, ჩემი კეთილი რეკომენდაცია მომხმარებელს: წადი და იყიდე ქართული!