ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

“ჩერი“-ს მიერ წარმოებული ქართული ჩაი GOLD ჩემი 25-ე დღის შენაძენია

დიახ,

ეს ვიყიდე ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალზე, რომელიც 22-23 დეკემბერს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ ქარვასლაში შედგა ჩვენი და ქარვასლას ორგანიზებით.

მე პირადად არ მიყიდია, მაგრამ ჩემი მეუღლე და ბავშვები იყვნენ და წინასახალწლოდ რაც გვჭირდებოდა მარაგები 23-ში ახალი ქართული ნაწარმის ფესტივალი 2017-ზე შეივსეს. საბედნიეროდ აქ სრული სპექტრი იყო იმ გემრიელობების, რაც ჩვენი ახალი წლის სუფრას დაამშვენებს.

ცნობისათვის: „ჩერი“ კი აღარ არის მხოლოდ ყავის მწარმოებელი კომპანია მიუხედავს იმისა, რომ ყავის ხაზი სერიოზულად გააფართოვა. ჩერი ჩაისაც უშვებს და სწორედ ჩაის ხაზიდან ერთ-ერთია ის, რაც ვიყიდეთ!

საქართველოში ჩაის 5,000 ჰექტარამდე პლანტაციებია. სარეაბილიტაციო კი ერთი ამდენია დარჩენილი. იმედი მაქვს ქართული ჩაი დაიბრუნებს იმ დიდებას, რაც მას უკვე ერთ დროს ჰქონდა!

ნახეთ ვიდეო

 

რატომ 30 დღიანი გამოწვევა და რატომ სწორედ დეკემბერში?

ჩვენი მოტივაცია უმარტივესია: ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი, ვინაიდან როცა ვყიდულობთ ქართულს, ვასაქმებთ ადგილობრივს, ვავითარებთ ადგილობრივ ბიზნესს და ვაძლიერებთ ქვეყანას! გამოწვევის ფარგლებში კი ჩვენი მიზანია ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი და ამ საქმეში ავიყოლიოთ ყველა! დეკემბერი კი არის თვე, როცა მარტო წინასაახალწლო სამზადისში მოსახლეობა 400 მილიონ ლარამდე თანხას ხარჯავს. გამოწვევის შესახებ სრული ინფორმაცია ნახეთ აქ: http://kar.ge/30day-challenge-2017/

სადაც არ უნდა იყოთ … ნუ დაელოდებით სანამ ვინმე გამოგიწვევთ … იყიდეთ 1 ლარზე მეტი ღირებულების ნებისმიერი ქართული ბრენდირებული ნაწარმი, ტელეფონით გადაიღეთ ორიგინალური ვიდეო და გამოიწვიეთ თქვენი 3 Facebook მეგობარი, ატვირთეთ ვიდეო საკუთარ Facebook პროფილზე და დათაგეთ გამოწვეული მეგობრები, რომელთაც მიეცით 24 საათი იგივეს გასაკეთებლად.