ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ქართული ჩაი 170 წლისაა! 7 საკვანძო ფაქტი ისტორიიდან, რომელიც უნდა ვიცოდეთ

დღეს, 27 ნოემბერს საპარტნიორო ფონდის“, საქართველოს ორგანული ჩაის მწარმოებელთა ასოციაციისა“ და საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით ქარვასლაში ქართული ჩაის 170 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება ქართული ჩაი 170 წლისაა“ გაიმართა.

ქართული ჩაის 170 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებაში მონაწილეობა ჩაის მწარმოებელმა საერთაშორისო და ადგილობრივმა კომპანიებმა მიიღეს. ღონისძიებას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი; ჩინეთის ელჩი საქართველოში ძიიან ჩი; საერთაშორისო ჩაის კომიტეტის თავმჯდომარე იანგ იბსი; პეკინის სოფლის მეურნეობის განვითარების კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ჩენკუ ოჭანი, ასევე, ადგილობრივი თვითმართველობისა და მთავრობის სხვა  წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიეიბის ფარგლებში საქართველოში ჩაის კულტურის განვთარების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის ღვაწლმოსილი სპეციალისტებიც დააჯილდოვეს.

ეს 7 ფაქტი ქართული ჩაის ისტორიიდან ყველამ უნდა იცოდეს:

  1. თურმე ჩაი პირველად საქართველოში 1770 წელს მოხვედრილა, როცა რუსეთის იმპერტორს – ეკატერინა მეორეს ერეკლე მეორისათვის სამოვარი და ჩაის სერვისი უჩუქებია;
  2. ჩაის მიმართ ინტერესი ჯერ კიდევ 1809 წელს მამია გურიელმა გამოხატა და საკუთარ ბაღში ჩაის ბუჩქი დარგო. მაშინ ჩაის ჯერ კიდევ არ ჰქონდა სამრეწველო დანიშნულება;
  3. ქართული ჩაის ინდუსტრიული ისტორია 1847 წლიდან იწყება. ჩაის პირველი ჩინური ბუჩქები ოზურგეთში, სააკლიმატიზაციო ნაკვეთში დაირგა, რომელიც სოჭის ბოტანიკური ბაღიდან გენერალ-გუბერნატორ ვორონცოვის განკარგულებით გადმორგეს.
  4. 1893 წელს 23 წლის სპეციალურად მოწვეულმა ჩინელმა სპეციალისტმა – ლაუ ჯონ ჯაუ-მ აჭარაში მონოპლანტაციები გააშენა. ამუშავდა ჩაის პირველი ფაბრიკაც
  5. საერთაშორისო აღიარება ქართულმა ჩაიმ პირველად 1900 წელს პარიზში მოიპოვა, სადაც იგი ოქროს მედლით დაჯილდოვდა.
  6. 1980-იან წლებში საქართველოში ჩიას წარმოებამ პიკს მიაღწია. წელიწადში 500 ათას ტონამდე ჩაი იკრიფებოდა, 100-120 ათასი ტონა პროდუქცია მზადდებოდა და სსრკ-ს 95% ქართული ჩაით მარაგდებოდა. ამ წარმადობით საქართველო იმ ხანებში ჩინეთის, ინდოეთის და შრი-ლანკის შემდეგ მეოთხე იყო მსოფლიოში.
  7. ქართული ჩაის საიუბილეო თარიღისათვის ათვლა 1847 წლიდან იწყება, როცა საქართველოში ჩაი ინდუსტრიული დანიშნულებით დაშენდა;

ქართული ჩაის 170 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება „ქართული ჩაი 170 წლისაა“ მხარდამჭერი იყო საქართველოში ჩაის მწარმოებელი კომპანია „გურიელი“.