ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ქართული შავი ჩაი პეტრა

ქართულია & kar.ge -ა !

ამჯერად ჩემი ყურადღება ჩაიმ მიიპყრო. ახალი პროდუქტი აღმოვაჩინე – ქართული შავი ჩაი „პეტრა“. სასიამოვნო, არ თუ მკვეთრი, შავი ჩაისთვის ცოტა ზედმეტად რბილი არომატი აქვს. სურნელიც დიდად არ იგრძნობა. მსუბუქი ჩაის მოყვარულებისთვის ძალიან გემრიელია, ჩემთვის კი ალბათ ბერგამოტის არომატით აჯობებდა, სამომავლოდ გავითვალისწინებ

100 გრამიან შეფუთვაში 2.55 ლარი გადავიხადე. შეფუთვა საკმაოდ კარგი, ყუთში ჰერმეტულად შეფუთული პროდუქტია მოთავსებული. ჩაი დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა გარემოში სპეციალურად ნაკრეფი საუკეთესო ხარისხის ქართული და ცეილონის ჩაის ნედლეულისგან

ქართული შავი ჩაი „პეტრა“ მზადდება ქობულეთის რაიონ სოფელ კვირიკეში. მას აწარმოებს შპს „აგროფირმა ქობულეთი“. კომპანიას აქვს საიტი, რომელიც არ ფუნქციონირებს. ეს ხომ ქართული ბიზნესისათვის ჩვეული მოვლენაა.

ზამთრის სუსხიან დღეებში ფინჯანი ჩაი ლიმონით ან ჟოლოს მურაბით თან ძალიან სასიამოვნოა, თანაც ვირუსული ინფექციების საუკეთესო პრევენციაა. მიირთვით ქართული შავი ჩაი პეტრა ან გასინჯეთ იგივე მწარმოებლის მწვანე ჩაი ან შავი ჩაი ბერგამოტით

დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.