ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ქართული სიგარა

ქართული სიგარა – პრესტიჟი ქართულად!

სიგარას ვინც ეწევა ჩემი აზრით მაინც პრესტიჟის ამბავია, რაღაც უფრო მაღალი ადგილი ვიდრე …   🙂 მომიტევეთ “სნობიზმი”, მაგრამ მე ასე აღვიქვამ. მეც მომიწევია თუმცა ყოველდღიურად სიგარის მოხმარება უფრო პრესტიჟის ამბავია მგონი, ვიდრე მოწევის სურვილი.

ხოდა ა ბატონო, მე გთავაზობთ ქართულად აიმაღლოთ განწყობა და პრესტიჟიც. ეს ქართული სიგარა მართლა კარგია, ძალიან ლამაზი შეფუთვით. პირველად, რომ მაჩუქეს ვერც კი მივხვდი რომ ქართული იყო,  არ შევიმჩნიე და ცხვირი დამადებინეს ეტიკეტზე 🙂

“შპს იმერი” 2014 წლიდან უკვე საქართველოში აწარმოებს ხელით დამზადებულ, საშუალოზე მაღალი სიმაგრის, 23 დასახელების სიგარას, სიგარილას და ექვსი დასახელების გასახვევ თამბაქოს. ეს არის ეკოლოგიურად სუფთა წარმოების ქართული სიგარა და გასახვევი თამბაქო აჭარის გასაოცარი და ულამაზესი მთებიდან.

შპს ,,იმერი’’ დაფუძნებულია  1992 წლიდან ხოლო სიგარაზე მუშაობა დაიწყო 2007 წლიდან, აღნიშნული საწარმო   2000 კვადრატულ მეტრზეა განლაგებული.საწარმოს ამოქმედებში 120 000 აშშ  დოლარი დაიხარჯა, ასევე   დამატებით აგროკრედიტის სახით 40 000 აშშ დოლარი. თამბაქოს მიღება ხდება როგორც ადგილობრივი მოსახლეობიდან,  ასევე  საქართველოს სხვადასხავაკუთხეებიდან. პროდუქცია რამდენიმე დასახელების  თამბაქოს კუპაჟისაგან კეთდება. ამჟამად იწარმოება 30 -მდე დასახელების სიგარა და  მასთან დაკავშირებული 60  აქსესუარი: საფერფლე, მუშტუკი, ყუთი და სხვა. დღის განმავლობაში  საწარმოს შეუძლია  2000 ღერი სიგარის წარმოება. საწარმოში ამჟამად დასაქმებულია 29  ადამიანი. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ხდება, როგორც  შიდა ასევე,  უცხოეთის ბაზრზე.

აქვე ერთი რეკომენდაცია:

კომპანიის ვებსაიტი , თანამედროვე სტილშია გადაწყვეტილი, თუმცა იმდენად მძიმედ იხსნება, ინფორმაციის მოპოვების სურვილი დაგეკარგება, გაითვალისწინებს ალბათ მწარმოებელი კომპანია ამ კომპეტენტურ მცირედ შენიშვნას!