ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
qarTuli makaroni Geopast ქართული მაკარონი გეოპასტ
qarTuli makaroni Geopast ქართული მაკარონი გეოპასტ

დღის ქართული პროდუქტი – მაკარონი “გეოპასტ”

ქართულია & kar.ge-ა!

მე, რომ ქართულ და kar.ge პროდუქტს ვყიდულობ ამას გავიძახი აგერ უკვე რამდენიმე დღეა და ეს უკვე ნაცნობია ალბათ თქვენთვის, მაგრამ დღეიდან ყოველდღე გაგაცნობთ ერთ პროდუქტს, რომელიც დამზადებულია საქართველოში, გაგაცნობთ ამ პროდუქტის შესახებ საინტერესო ინფორმაციებს და ასევე ჩემს მოსაზრებებს თუ როგორია ის.

მაკარონი – ხორბლის გამომშრალი ცომია. მაკარონის ნაწარმს პურთან შედარებით უფრო მაღალი კვებითი ღირებულება აქვს, რადგან უფრო მაღალი ხარისხის ფქვილისგან მზადდება და ხორბალში არსებული საკვები ნივთიერებების დანაკარგი მისი წარმოების პროცესში გაცილებით დაბალია. ამ მაჩვენებლით მაკარონი ბურღულეულსაც სჯობნის. გასაკვირი არ არის, რომ მაკარონი XX საუკუნის ერთ-ერთ ძირითად საკვებ პროდუქტად მიიჩნევა. სასარგებლო თვისებებს მაკარონი დიდხანს (დაახლოებით ერთ წლამდე) ინარჩუნებს.

ძალიან მიყვარს მაკარონით დამზადებული სხვადასხვა კერძები და როდესაც მოვიძიე ინფორმაცია თუ როგორი უნდ იყოს ხარისხიანი მაკარონი გაოცებული დავრჩი, რადგან მთელი რიგი მოთხოვნები არის წაყენებული ხარისხიანი პროდუქტისთვის.

მას შემდეგ რაც კარგად დავისწავლე ჩამონათვალი გავეშურე მაღაზიისკენ და მაინტერესებდა თუ იქნებოდა დახლზე ისეთი მაკარონი, რომელსაც მე ვეძებდი და მინდა გაგახაროთ და გითხრათ, რომ ქართული წარმოების მაკარობენს შორის შევარჩიე ერთ-ერთი, რომლის დასახელებაა “გეოპასტ”. ნამდვილად გასაოცარი და გემრიელი კერძი მოვამზადე და მომზადების პროცესში ქართულმა პროდუქტმა ნამდვილად დააკმაყოფილა ყველა ის კრიტერიუმი, რომელიც დადგენილია მისი ხარისხის გასაზომად.

ჩემსავით დაინტერესებულებიც შესაძლოა ბევრნი იყოთ ამიტომ გთავაზობთ ხარისხის ამოცნობის პირობებს და მოთხოვნების მთელ ჩამონათვალს:

როგორ ავირჩიოთ Kar.ge პროდუქტი:
დააკვირდით მაკარონის ზედაპირს, იგი უნდა იყოს იდეალურად გლუვი, არ ჰქონდეს არავითარი ჩანართი და წერტილი.
ფერი ერთგვაროვანი უნდა იყოს: კრემისფერი (მაგარი ხორბლის უმაღლესი ხარისხის ფქვილისგან დამზადებული მაკარონი “გეოპასტ”), სუფთა თეთრი (რბილი ხორბლის უმაღლესი ხარისხის ფქვილისგან დამზადებული მაკარონი “გეოპასტ”) ან მორუხო თეთრი (რბილი ხორბლის ფქვილის მაკარონი “გეოპასტ”), მაგრამ არა კაშკაშა ყვითელი! ეს ფერი მიანიშნებს, რომ მაკარონი დაბალი ხარისხის ფქვილისგან დაამზადეს და ამ ფაქტის დასამალავად დაუმატეს არცთუ უვნებელი ქიმიური საღებავი ტარტრაზინი. მოერიდეთ ასეთ მაკარონს.

პროდუქტს არ უნდა დაჰკრავდეს მძაღე, მჟავე, ობის, ლპობის სუნი ან გემო.

!!! მიაქციეთ ყურადღება, ჰერმეტულად შეფუთულ პროდუტში არ იყოს წყლის წვეთები (ნამი) – ეს იმას ნიშნავს, რომ პროდუქტი გამოშრობამდე შეფუთეს და დიდია შანსი, ის ამის გამო ამძაღებული ან დაობებული იყოს.
მაკარონი იხარშება მარილიან მდუღარე წყალში.

P.S და მთავარი!!!

ხარისხიანი მაკარონის ხარშვისას, პროდუქტი, სულ ცოტა, ორჯერ იმატებს მოცულობას და ნახარში რჩება გამჭვირვალე;

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.