ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ჩვენ ვამაყობთ ქართული წარმოებით! ქართულია & kar.ge-ა!

ქართულია & kar.ge-ა!

2014 წელს რეკორდული სიდიდის სავაჭრო დეფიციტი დაფიქსირდა საქართველოში – 5.7 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი. 2013-თან შედარებით ექსპორტი 2%-ით შემცირდა, სამაგიეროდ იმპორტი 7%-ით გაიზარდა. პირდაპირი ინვესტიციები, საერთაშორისო ჩამორიცხვები და მომსახურებისგან შემოსავლები ვერ აბალანსებენ ამ გარღვეულ ბალანსს. ჩვენ ვღარიბდებით!

გვჯერა, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ერთადერთი გზა თავად ჩვენშია და ეს არის ქართული წარმოების პროდუქტების შესყიდვა! სწორედ ამიტომ, ჩვენ, საინიციატივო ჯგუფის წევრები ვიწყებთ ქართული და კარგი პროდუქტის პოპულარიზაციას!

ნუ ვიქნებით სხვის იმედად, თავად გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა!