ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ქართველები მსოფლიოში

რომელ ქვეყანაში რამდენი ქართველი ცხოვრობს?

სულ 3,7 მილიონზე ოდნავ მეტი დავრჩით საქართველოში. საზღვარგარეთ რამდენი ვართ ქართველები?

მადლობა IDFI-ს, რომ ასეთი ტიპის ინფორმაცია გამოითხოვა დიასპორის სამინისტროსგან და შემდეგ თავის ბლოგზე საჯარო გახადა. ეს 2015 წლის მონაცემებია.

ქართველები მსოფლიოში

საერთო ჯამში გამოდის, რომ საზღვარგარეთ 1,6 მილიონზე მეტი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს. ამას ემატება ანგარიშში მოყვანილი 1 მილიონზე მეტი ისტორიული დიასპორა თურქეთში და 35,000-მდე ირანში. თუმცა მიკვირს ირანში, ფერეიდანში მაცხოვრებლები როგორაა დათვლილი.

გამოდის, რომ მსოფლიოში სულ დაახლოებით 6,3 მილიონიღა [3,7+1,6+1] ვართ ქართველები. აქედან ნახევარზე ოდნავ მეტი ცხოვრობს საქართველოში, დანარჩენი საზღვარგარეთ.