ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ქალთა გაძლიერება

ქალთა გაძლიერება 2016

2016 წლის 5 მარტს, 12:00-საათზე არსამთავრობო ორგანიზაციების Speak Up in Georgia & JCI Georgia მიერ განხორციელდება პროექტის პრეზენტაცია ქალთა გაძლიერების თემაზე, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მეწარმეობის დარგში ქალთა რაოდენობის ზრდას და მათ ფსიქოლოგიურ-ემოციურ მხარდაჭერას პროფესიულ ასპარეზზე. პროექტის გენერალური სპონსორია ფონდი კონსტანტა. 5 მარტს ღონისძიების ჩატარების ადგილია თბილისი მარიოტი. 6 მარტს დაგეგმილია მონაწილეების ვიზიტი სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნო პარკში;

მონაწილეების ასაკი არ არის განსაზღვრული და მათი შერჩევა მოხდება მაღალი მოტივაციის, ბიზნესის დაწყების ინიციატივის სურვილის და საჭიროებების მიხედვით. მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა გაიარონ 2 თვიანი უფასო პრაქტიკული კურსი, გაეცნონ უახლეს მიღწევებს, მოისმინონ ყველაზე წარმატებული სტუმრების რჩევები, მიიღონ, როგორც ეკონომიკური ასევე ფსიქოლოგიური რჩევები. (ტრენინგები ჩატარდება კვირაში ერთხელ შაბათს/ კვირას)

მხარდამჭერები: სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო; Ihub Tbilisi, ინოვაციური მეწარმეობის სკოლა, ICC; რადიო თბილისი, Edulab, ახალგაზრდა მეწარმეთა ასოციაცია, მოძრაობა KAR.GE; ტრენინგ ცენტრი Headvice; კრეატიული კაფე; ა.შ

პროექტი უფასოა მონაწილეებისთვის!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ!
რეგისტრაციისათვის ეწვიეთ აქ!