ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ფოტო

გგონიათ ეს ფოტო რამე კარგზე მეტყველებს?

ერთი შეხედვით უწყინარი ფოტოა, მაგრამ თუ დააკვირდებით ნათლად ჩანს ჩვენი მწარე რეალობა.

დღეს ფრესკოში „ლაშქრობის“ დროს შემთხვევით გადავაწყდი ამ ბანერს. ერთი შეხედვით არაფრით განსხვავდებოდა სხვა მსგავსი ტიპის ბანერებს, მაგრამ კარგად რომ დავაკვირდი 90-იანები გამახსენდა, როცა პური, შაქარი და ძმანი მისნი ტალონებით იყო. მეც გამივლია პურის გრძელი რიგების დრო, როცა გვიან ღამით უკვე რიგში უნდა მდგარიყავი საიმისოდ, რომ დილით პურის ტალონით ყიდვის შანსი გქონოდა.

ვითომ რაში უნდა დასჭირვებოდა ფრესკოს ასეთი ბანერის გაკეთება?

ფრესკო მუდმივ რეჟიმში არეკლამებს პროდუქტებს, რომლებსაც სხვა მარკეტებთან შედარებით ნაკლებ ფასებს ადებს. ეს დამახასიათებელი მარკეტინგული ტაქტიკაა სუპერმარკეტებისათვის, როცა დაბალ ფასს ადებს ზოგიერთ პროდუქტს, მისი მყიდველი კი „თან გაიყოლებს“ სხვა პროდუქტებსაც. ჩანაფიქრი თითქოს მარტივია, მაგრმა როგორც ჩანს ქართულ რეალობაში, სადაც ადამიანები ყოველ თეთრს უფრთხილდებიან ეს ერთი შეხედვით ნორმალური მარკეტინგული აქცია რაღაც გაუთვალისწინებელში გადაიზარდა. ადამიანები, რომელთათვისაც ყოველი თეთრი მნიშვნელოვანია დიდი რაოდენობით ყიდულობდნენ ფასდაკლებულ პროდუქტებს.

მაშ რატომ დავდე ეს ფოტო და ეს სტატია?

უბრალოდ მინდა ხაზი გავუსვა ჩვენს სავალალო რეალობას. ამიტომ მეგობარო თუ ამ სტატიას კითხულობ დაფიქრდი და ყოველ შემდეგ ჯერზე მხოლოდ ქართული იყიდე, რაც გვაქვს კარგი რა თქმა უნდა. მე პირადად ფრესკოში დღეს 4 ქართული წარმოების საკვები პროდუქტი ვიყიდე, რომელთაც მომდევნო დღეებში გავაშუქებ.

 

** ბოდიშს ვიხდი ტელეფონით გადაღებული ფოტოს დაბალი ხარისხის გამო.