ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ფიჭვის მტვერი

ფიჭვის მტვერი – ბუნების სასწაული!

3 კვირის წინ რომ ჩემს მიერ ნაყიდი გირჩის მურაბის გაშუქებას რომ BOOM გამოხმაურება მოჰყვა მაში მივხვდი რომ იგივე ელოდა ამასაც. თქვენს წინაშეა ფიჭვის მტვერი, რომელიც რიკოთზე ამ 3 კვირის წინ ვიყიდე!

ფიჭვის მტვერი [ხშირად ნაძვის მტვერსაც უწოდებენ] – მის შესახებ ბევრი გამეგო, მაგრამ გასინჯული ერთხელაც არ მქონდა. ეხლა კი უკვე ორი ადამიანის საკონტაქტო ინფორმაცია მაქვს, ვისაც შეუძლია ამის ჩამოტანა. 2 ლარი ღირს, ალბათ 3 ან 4 გრამი იქნება. ამაზე 3 ჯერ დიდი ზომის პაკეტი 4 ლარი ღირს. სად? დაინტერესების შემთხვევაში ქვემოთ კომენტარში მივაწერ 🙂

მოხმარების რეცეპტი [როგორც ამიხსნეს] ასეთია: ამ ერთ 3 გრამიან შეკვრას გახსნი 250 გრამ თაფლში და დღეში ორჯერ, ერთ ჩაის კოვზს დილა-საღამოს მიირთმევ ჭამამდე 30 წუთით ადრე. იმდენი რამისთვის ყოფილა კარგი, რომ ჩამოთვალ ნამდვილად შორს წამიყვანდა, მაგრამ რახან აქ ამას კითხულობთ არ დავიზარებ და …

სამკურნალო თვისებები [წყარო]

  1. ფიჭვის მტვერი ძირითადად გამოიყენება ბრონქიტის, ფილტვების ანთებისას, ასთმური დაავადებებისგან განსაკურნავად.
  2. აღადგენს სისხლის თხელ კაპილარებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და იცავს შედედაბისგან, ტრომბისგან და ა.შ.
  3. აჯანსაღებს გულს.
  4. შველის ჰაერის უკმარისობას.
  5. ცხიმოვანი დაავადებებსა და არტერიულ წნევებს.
  6. გამოიყენება პროფილაქტიკის მიზნით, განსაკუთრებით კარგად მოქმედებს ახლად ნაოპერაციევ ორგანიზმზე გამაგრების მიზნით.
  7. ანადგურებს ტუბერკულოზის ჩხირებს, სხვადასხვა ბაქტერიებს და ხელს უშლის კიბოს განვითარებას.
  8. ზამთარში და გაზაფხულზე ვიტამინების სიმცირისას კარგი საშუალებაა იმუნიტეტის აღსადგენად.

თქვენ გამოგიყენებიათ? რა შედეგი მოგცათ?