ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ფერმერული ნაწარმი

რა იყიდებოდა ფერმერული ნაწარმის წინასაახალწლო ბაზრობაზე 26-27-ში?

მოძრაობა kar.ge ორივე ხელით, ვებსაიტით, Facebook გვერდით და ყველა თავისი რესურსით მხარს უჭერს ამ ტიპის ღონისძიებებს. ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოში ბევრი გვაქვს ხარისხიანი პროდუქტი. თუ მყიდველებისათვის მიწოდებაც შესაბამისად მოხდება, იგი გაიყიდება და თან ისე, რომ სერიოზულ მოგვერდსაც კი გაუკეთებს იმპორტს.

26-27 სექტემბერს ბუკიას ბაღში გადასარევი ხალხის მიერ ორგანიზებული გადასარევი ღონისძიება შედგა. რეალურად ეს იყო ფერმერთა ბაზარი. ქვემოთ 36 სურათზე კარგადაა აღწერილი თუ რა იყო გამოფენილი და რა იყიდებოდა. ბუნებრივია მინდა ჩემი მოსაზრება გაგიზიაროთ თუ რა მომეწონა და რის გაუმჯობესებასაც ვისურვებდი სამომავლოდ:

პლიუსები

  1. ადგილი – ბუკიას ბაღი ნამდვილად კარგად იქნა შერჩეული. იქვე მეტროს ამოსასვლელია, სადაც ხალხის მუდმივი ნაკადია. იმდენად კარგი ნაკადი, რომ ჩემი თვალით ვუყურებდი თუ რა ეფექტი ჰქონდა ამას გაყიდვებზე. ფერმერული პროდუქტი ხომ ისედაც ჰიტია, თან როცა ხალხის ნაკადი არ წყდება ხო მით უმეტეს. დახარჯვა რომც არ გინდოდეს, მაინც დაგახარჯინებდა …
  1. ორგანიზატორებმა ძალიან გარისკეს, მაგრამ რისკმა ამ შემთხვევაში გაამართლა. ღია ცის ქვეშ ასეთი ღონისძიების ამ დროს გაკეთება … ბედად ამინდიც შესანიშნავი გამოდგა და არც ქარი იყო. მოკლედ გამართლებაც ამას ჰქვია!
  1. პრომო ვიდეოები, რომლებიც წინასწარ მომზადდა. სხვადასხვა ადამიანისგან ჩაწერეს მიმართვა და ის ტრიალებდა ინტერნეტში. რაც ნამდვილად კარგი სვლა იყო. ეს ნამდვილად არის ის კარგი რამ, რასაც ჩვენ მაგალითად მომავალში გავითვალისწინებთ ჩვენი ღონისძიებების ორგანიზებისას.

ორი რჩევას შევთავაზებდი ორგანიზატორებს

  1. მესიჯი, რომელიც ბრუნავდა – „მეტი ადგილობრივი პროდუქცია – მეტი მხარდაჭერა მცირე მეურნეებს“ არ მომეწონა. აჯობებდა თუ მცირე მეურნეების მაგივრად სიტყვა „ფერმერი“ იქნებოდა გამოყენებული [და არა „გლეხი“] ქართულ გზავნილშიც. უფრო გასაგებია და უფრო მიუთითებს „სწორ“ მიმართულებას. და სიტყვა „მხარდაჭერა“ – ძალიან ზოგადია. ჯობია პირდაპირ „იყიდე“ ეწეროს … გასაგებიცაა და ქმედებისკენ უბიძგებს [ეს ბაზრობის გზავნილია და არა ორგანიზატორების, რომლებიც მხარდაჭერას აკეთებენ მართლა]. თან ინგლისურად ეს ასეა დაწერილი – More local production. More Support for local farmers. ქართული და ინგლისური ვარიანტები ორ ადგილასაა აცდენილია ერთმანეთისგან. მთელ მსოფლიოში ამ ტიპის კამპანიები “Buy Local“ სლოგანით იმართება, რომლის გამოყენებაც აჯობებდა ამ შემთხვევაში. გენიალობა ხომ სიმარტივეშია მეგობრებო?!
  1. ჩემი აზრით მონაწილეები თანხას უნდა იხდიდნენ იმაში, რომ ასეთი ღონისძიებაში მონაწილეობენ და პროდუქტის გაყიდვის შანსი აქვთ. თუნდაც იმიტომ, რომ გაღებული უზარმაზარი ხარჯის ნაწილი მაინც დაიფაროს, თუნდაც სიმბოლურად. ფერმერმა უნდა იგრძნოს, რომ შედეგში – გაყიდვებში ფული უნდა გადაიხადოს. ასე [როცა ეს სერვისი უფასოა] ფუჭდება ბაზარი და ფერმერს/მონაწილეს/კომპანიას ჰგონია, რომ მას ეს უნდა „ვიღაცამ“ გაუკეთოს და თვითონ არ უნდა გაიღოს წვლილი. ეს კი მას იმუნიტეტს ჩანასახშივე უკლავს.

ეხლა კი ფოტოკოლაჟი …

IMG_7925 IMG_7930 IMG_7934 IMG_7936 IMG_7937 IMG_7938 IMG_7939 IMG_7940 IMG_7943 IMG_7944 IMG_7945 IMG_7946 IMG_7952 IMG_7954 IMG_7955 IMG_7957 IMG_7963 IMG_7967 IMG_7968 IMG_7972 IMG_7973 IMG_7976 IMG_7981 IMG_7986 IMG_7994 IMG_7995 IMG_8000 IMG_8029 IMG_8031 IMG_8035 IMG_8036 IMG_8041 IMG_8044 IMG_8045 IMG_8046 IMG_8047