ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
უვიზო

მითი # 4 უვიზო მიმოსვლა გამოიწვევს ქვეყნიდან ახალგაზრდების გასვლას?

ჯერ ერთი, ვინ გიშვებს და მეორეც, რატომ გგონიათ, რომ აქ არავინ დარჩება?

პირველი: ასოცირება პირდაპირ უვიზო მიმოსვლას, არ ნიშნავს. სანამ უვიზო მიმოსვლის უფლებას მოვიპოვებთ, მანამდე ბევრი პროცედურაა გასავლელი, რაც საკმაო დროს მოითხოვს.

მეორე: სრულ გაუქმებამდე ვიზის მიღების წესები გამარტივდება იმ ადამიანებისათვვის, ვისთისაც ეს მნიშვნელოვანია. ეს კი დამერწმუნებით, რომ ნამდვილად დადებითი მოვლენაა.

სავიზო განაცხადთან ერთად წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა, რომლითაც დასტურდება ევროკავშირში გამგზავრების მიზანი, გამარტივდება შემდეგი კატეგორიის მოქალაქეებისთვის:

ა) ახლო ნათესავები – მეუღლე, შვილი (მათ შორის შვილობილი), მშობლები (მათ შორის მეურვეები), ბებია-ბაბუები და შვილიშვილები, რომლებიც შენგენის ხელშეკრულების წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს სტუმრობენ.

ბ) ოფიციალური დელეგაციების წევრები, რომლებიც საქართველოში გამოგზავნილი ოფიციალური მოწვევის საფუძველზე მონაწილეობას მიიღებენ შეხვედრებში, კონსულტაციებში, მოლაპარაკებებში, გაცვლით პროგრამებში, ასევე შენგენის ხელშეკრულების წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მთავრობათაშორისი ორგანიზაციების მიერ გამართულ ღონისძიებებში.

გ) მოსწავლეები, სტუდენტები, ასპირანტები და თანმხლები მასწავლებლები, რომლებიც მიემგზავრებიან სწავლის ან სასწავლო ტრეინინგში, მათ შორის გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, ასევე სხვა სასწავლო  ან სასკოლო საქმიანობაში მონაწილების მიზნით.

დ) პირები, რომლებიც მიემგზავრებიან მკურნალობის მიზნით და ის პირები, რომელთა თანხლებაც აუცილებელია.

ე) ჟურნალისტები და სამსახურეობრივი სტატუსით მათი თანმხლები აკრედიტებული პირები.

ვ) საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში მონაწილე პირები და სამსახურეობრივი სტატუსით მათი თანმხლები პირები.

ზ) მეწარმეები და კომერციული ორგანიზაციების  წარმომადგენლები:

თ) შესაბამისი პროფესიით დაკავებული პირები, რომლებიც მონაწილეობას ღებულობენ საერთაშორისო გამოფენებში, კონფერენციებში, სიმპოზიუმებში, სემინარებში და სხვა მსგავს ღონისძიებებში, რომლებიც იმართება შენგენის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე.

ი) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც მიემგზავრებიან წევრ სახელმწიფოებში სასწავლო ტრეინინგებში, სემინარებში, კონფერენციებში, გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად.

კ) პირები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ სამეცნიერო, კულტურულ და შემოქმედებით საქმიანობაში, მათ შორის საუნივერსიტეტო და სხვა გაცვლითი პროგრამების ფარგლებში.

ლ)მძღოლები, რომლებიც ახორციელებენ საერთაშორისო სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვების მომსახურებას წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიებზე საქართველოში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებებით.

მ) დაძმობილებული ქალაქებისა და მუნიციპალური ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ოფიციალური გაცვლითი პროგრამების მონაწილები.

ნ) სამხედრო და სამოქალაქო საფლავების/სასაფლაოების მოსანახულებლად მიმავალი პირები.

 

პ.ს.  მე პირადად, გულწრფელად მინდა მჯეროდეს, რომ საქართველოდან გაქცევა არ სურთ ქართველ ახალგაზრდებს და ჩემს გარშემო ბევრი თუ არა, უმეტესობას ესმის, რომ ეს ჩვენი ქვეყანაა და ჩვენ უნდა ავაშენოთ, რომ გაქცევა გამოსავალი არაა…

როგორ ფიქრობთ თქვენ?