ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ტკბილი ქვეყანას პასკა – შევაფასოთ?

ვცდილობ მაქსიმალურად ობიექტურად შევაფასო ის, რასაც მივირთმევ ხოლმე. ამიტომ თავიდანვე ვაფიქსირებ თუ როგორი მომწონს: ყოველგვარი გლაზურის/შოკოლადის გადასხმის გარეშე, ქიშმიშით დაძეძგილი [ბევრი ქიშმიშით], გემრიელი [უგემრიელესი], ზომიერად მყარი [მეტს ვიტყვი, მყარი], არომატული [1 მეტრში მაინც უნდა იგრძნობოდეს არომატი] და რაც მთავარია დედაჩემის გაკეთებული.

ასეთს თბილისში ვერ იშოვნით!

ასე გამოიყურება გაჭრილ მდგომარეობაში პასკა, რომლითაც შეგიძლიათ ხელი დამშვენოთ ამ სააღდგომოდ. გუშინ გვეწვია ოჯახში. ეს არის ტკბილი ქვეყანას მიერ გამომცხვარი პასკა, რომელიც სულ ეს ესაა ქართულ ჩაისთან ერთად დავაგემოვნე. ეს აშკარად მათთვისაა, ვისაც ქიშმიში არ უყვარს!

გემრიელია! არომატულია! ფასი არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ ბლომად იქნება დახლზე ნებისმიერ სავაჭრო ობიექტში. ამ საკითხში საბედნიეროდ იმპორტი არ გვაწუხებს. ერთადერთი საფიქრალია ფული: რაც მეტი ღირს [ჩვეულებრივ], მით უკეთესია.

რომელი პასკა დააგემოვნეთ უკვე?
რომელი მოგეწონათ და რატომ?
გაგვიზიარეთ და გააზიარეთ (y)