ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ტენილი ყველი, სამზარეულოს მარგალიტი

ქართულია & kar.ge-ა!

ტენილი ყველი ანუ დასამწიფებლად ქოთანში გატენილი ჩეჩილი ყველი მესხური სამზარეულოს ნამდვილი მარგალიტია. დამზადების ტექნოლოგიიდან გამომდინარე ტენილი ყველი  მცირე რაოდენობით მზადდებოდა ოჯახებში და რძის პროდუქტების დელიკატესადაც კი იყო მიჩნეული. უფრო მეტიც, 2013 წელს ტენილ ყველს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.

ეს მარგალიტი  ალ. ყაზბეგის 20ა–ში მდებარე ყველის სახლში შევიძინე სადაც ყველის საკმაოდ დიდი ასორტიმენტია, მომხმარებელს შეუძლია შეძენამდე ყველის სხვადასხვა სახეობების დაგემოვნებაც.

100 გრამი 2.40 ლარად ვიყიდე, გავსინჯე და მივხვდი რომ ეს საოცრება ყველა ადამიანს ერთხელ მაინც უნდა ჰქონდეს დაგემოვნებული, ეს არის ნაზი და ჰაეროვანი ყველი მდიდარი ბუკეტით.

 

დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.