ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

სტარტაპების დაფინანსების პროგრამა იწყება, ოღონდ ისე არა, როგორც ელოდით

მარტო მე არა …
ალბათ ბევრს ჰქონდა სხვაგვარი მოლოდინი …
მე პირადად ასეთ პროგრამას არ ველოდი …
აქ არის როგორც კარგი, ასევე ცუდი …
მთავარი კარგი, არის რომ ასეთი პროგრამა საერთოდ არის. აქამდე ამაზე მხოლოდ ოცნება თუ შეგვეძლო სულ ცოტა ხნის წინ. მთავარი ცუდი კი ისაა, რომ ეს პირობები ამ პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა 90%-ზე მეტს ეგრევე თამაშგარე მდგომარეობაში ტოვებს.

ოფიციალური ინფორმაცია „სტარტაპ საქართველო“-ს შესახებ GITA-ს გვერდზე აქვეა. ქვემოთ კი მინდა გასაგებ ენაზე ავხსნა რას ნიშნავს ეს პროგრამა იმ ადამიანებისათვის, ვინც ელოდა, რომ თავისი „გენიალური“ იდეისთვის დაფინანსებას მოიძიებდა.

ვინ შეიძლება იყოს ბენეფიციარი? უნდა იყო ახალგაზრდა და გქონდეს ინოვაციური, პერსპექტიული, სიახლეზე ორიენტირებული იდეა/თემა, რომელიც მსოფლიოს თუ არ გადააბრუნებს, რამე მიახლოებული მაინც იქნება. ანუ დაივიწყეთ ყველაფერი არატექნოლოგიური, რომლის დაფინანსებასაც ელოდით. დაივიწყეთ სოფელში ფერმის, სათბურის და ა.შ. გაკეთების იდეა და ყველაფერი მისნაირი.

რას შეიძლება მოიცავდეს თქვენი ბიზნეს იდეა? ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, ნანოტექნოლოგიებს, კომპიუტერულ ინჟინერიას, კომპიუტერულ მეცნიერებას, ავიაკოსმოსურ წარმოებას, ავტომობილებს, ხელოვნურ ინტელექტს, ბიოტექნოლოგიებს, ბიოინფორმატიკას, ბირთვულ ფიზიკას, ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას, რობოტიკასა და ტელეკომუნიკაციას. მე პირადად ხელოვნური ინტელექტი მიზიდავს, მაგრამ არა უშავს, ავიაკოსმოსურ წარმოებასაც დავჯერდები ამ ეტაპზე …უნიკალური ინოვაციური იდეა თუ არის 95 % თქვენია ბიზნესში და თანადაფინანსებასაც არ მოგთხოვენ. პირდაპირ ვამბობ, ეს ძალიან მაგარი პირობაა, მაგრამ სათანადო იდეა რამდენს ექნება?

რა შეიძლება იყოს პროექტის ბიუჯეტი? პროექტის ბიუჯეტი შეიძლება იყოს 15-დან 100 ათას ლარამდე, მაგრამ თქვენგან მოითხოვებს 10% თანამონაწილეობა ფინანსური სახით. თუ ამას გაქაჩავთ, წილის 40%-ს მხოლოდ იდეაში მიირებთ. ვისი იქნება დანარჩენი 50% გაურკვეველია, ალბათ დამფინანსებლის. როდის გამოისყიდით ამ წილს უცნობია, პირობებიც უცნობია, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ 50/50 განაწილება ნიშნავს, რომ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებთ.

როდის იწყება განცხადებების მიღება? 17 ივნისს დაიწყება და 31 ივლისამდე გაგრძელდება. განაცხადების მიღება უნდა მოხდეს აქ – http://www.startup.gov.ge/, რომელიც ჯერ არ ამუშავებულა [დღეს 16 ივნისია].

რას იტყვით?
კმაყოფილი ხართ?