ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

სოკო თეთრი ქუდი – არაგენმოდიფიცირებულია

ქართულია და kar.ge-ა!

დღეს მეგა გამოწვევა „ქართულია და kar.ge-ა“ იწყება. სადებიუტო პროდუქტად შპს „თეთრი ქუდი“-ის მიერ წარმოებული ქამა სოკო თეთრი ქუდი შევარჩიე. 500 გრ შეფუთვა 4.2 ლარი ღირს.

საიტი არ აქვთ, Facebook-იც დიდი ხანია არავის გახსენებია. თუმცა მთავარია ნამდვილ ქართულ საქმეს აკეთებენ და ამჟამად სამი სახეობის (ქამა სოკო, ხის სოკო, პორტობელო) სოკოს აწარმოებენ და უკვე ექსპორტზეც მუშაობენ. მისასალმებელია!

ეტიკეტზე დატანილი ლოგო „არა GMO“ მიუთითებს რომ ის არაგენმოდიფიცირებულია! მას აგრეთვე მინიჭებული აქვს ხარისხის ნიშანი. მისგან მომზადებული სადილი განსაკუთრებით შეუცვლელია სამარხო დღეებში. მიხარია რომ უკვე თითქმის ყველა მაღაზიაში არის ხელმისაწვდომი და ყოველთვის ახალი.

დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.