ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ხრამუნა – სიმინდის ბურბუშელა

ქართულია & kar.ge -ა !

თითქმის არასდროს ვყიდულობ ხოლმე სიმინდის ბურბუშელას. რომ არა ეს პროექტი, ალბათ არც ახლა ვიყიდდი ამ სასუსნავს. „ხრამუნა“ უბნის მაღაზიაში 40 თეთრად ვიყიდე, სახლში მოვედი და ფოტოს გადასაღებად მოვემზადე. ჩემმა პატარამ ხან ფოტოაპარატი მომპარა, ხან რა მოიმოქმედა და ხან რა. ხოდა დავუშვი გამონაკლისი, გავუხსენი ეს ჩვენი სიმინდის ბურბუშელა და… როგორც ხედავთ მაინც არ მაცალა ფოტოს გადაღება  ერთი-ორი ცალის გასინჯვა მოვასწარი და საკმაოდ გემრიელი აღმოჩნდა.

სიმინდის ბურბუშელა „ხრამუნა“-ს მწარმოებელი არის შპს „ბელ ფუდი“. ეტიკეტზე მითითებულია მისამართი – ფონიჭალის დასახლება და ტელეფონები. საიტი, Facebook გვერდი, E-mail არ იძებნება. სამაგიეროდ დისტრიბუცია აქვთ კარგი, როგორც ვხედავ, რადგან თითქმის ყველა მაღაზიაში მომიკრავს თვალი

შეიძინეთ ქართული სიმინდისგან წარმოებული სიმინდის ბურბუშელა „ხრამუნა“, 100% ნატურალური პროდუქტი. ეს ყველაზე იაფი, მსუბუქი და ბავშვების საყვარელი სასუსნავია. მართალია სწრაფი ნახშირწყლების დიდი რაოდენობით მიღება არაა სასურველი ბავშვებისათვის, მაგრამ ხანდახან შეიძლება დავუშვათ გამონაკლისი და მივირთვათ ეს მშვენიერი პროდუქტი.

დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.