ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
სვანური მარილი გურჩიანი

რატომ უნდა იყიდოთ 100% სვანური მარილი – „გურჩიანი“?

აშკარად მიმართლებს …
ეს-ესააა სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე პროდუქტი, რომელიც სულ რამოდენიმე დღის შემოსულია ბაზარზე …
ეს მოხდა გუშინ, საღამოს, ოჯახისთვის სხვადასხვა საყიდლების შეძენისას [რა თქმა უნდა ყველაფერი ქართულის] …
სალაროსთან „თვალი ჩამიპაჭუნა“ …
მეც მაშინვე ვსტაცე ხელი და ვიყიდე …
დღეს კი სპეციალურად თქვენთვის მწარმოებელს, ბნ. ემზარ გურჩიანს დავურეკე, გამოვკითხე დეტალები, შემდეგ ჩემს მიერ ნაყიდი პროდუქტის სურათი გადავიღე და აი ეს გაცნობითი სტატიაც შედგა …

გაიცანით 100% სვანური მარილი – “გურჩიანი“

მწარმოებელი
ი/მ ემზარ გურჩიანი
ს/ნ 19001038565
595 78 88 30
emz.gurchiani@gmail.com

წარმოების ადგილი
იწარმოება სამეგრელოში სვანეთში მოყვანილი ინგრედიენტებით. ჯერჯერობით ერთი კონკრეტული ვარიანტი გამოდის – 80 გრამიან შეფუთვაში. თუმცა გეგმაშია რამოდენიმე სხვადასხვა ზომის შეფუთვებში გამოშვებაც.

ბრენდინგი
ბრენდის სახელია – „გურჩიანი“. ეტიკეტის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ლოგო აქვს. სლოგანი ეტიკეტზე არ ჩანს. პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოვებასთან ერთად საფიქრალი იქნება სხვადასხვა ზომები და შეფუთვები.

ხარისხი
არომატი ააააქვვვსსსსსსსს …
წამძვრა ცხვილი ისეთი მაგარი …
მოიკითხეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თავად დარწმუნდებით.

ინგრედიენტები
შემადგენლობაში შედის: გიცრული, ქინძი, უცხო სუნელი, ნიორი, წითელი წიწაკა, ყვითელი ყვავილი და მარილი. სვანეთში მოყვანილი გიცრული – სწორედ ის კომპონენტია, რომელიც სვანური მარილი – „გურჩიანი“-ს უნიკალობას განაპირობებს.

ფასი & ყიდვის ადგილი
80 გრამიანი შეფუთვა 1 ლარი ღირს. შევიძინე თბილისში, გლდანში, მე-2 მიკროში, ჩემს საცხოვრებელთან ახლოს. მწარმოებლის ინფორმაციით კახეთის რამოდენიმე ქალაქშია პროდუქტი ჯერ, თბილისში კი მხოლოდ გლდანში და დიღომშია. გეგმაშია რაც შეიძლება მეტ ადგილას სწრაფად შეტანა.

შეფუთვა
სწორედ შეფუთვამ მიქცია ჩემი ყურადღება სალაროსთან. სალათისფერი მწვანეა, თითქოს სად სვანური მარილი და სად მწვანე ფერი, მაგრამ ფაქტია, რომ თვალი „დაიჭირა“. მომეწონა ის, რომ შეფუთვის ქვედა ნაწილი გამჭვირვალეა და პროდუქტი ჩანს. თან ცელოფანის სისქე ნორმალურია.

ვებსაიტი/FB გვერდი
ჯერჯერობით ესენი ეტიკეტზე არ არის მითითებული. არც ინტერნეტში იძებნება. ამ ეტაპზე კომპანიის ამოცანაა რაც შეიძლება მეტ ადგილას შეიტანოს პროდუქტი. მწარმოებელს შევთავაზებდი შემდეგს: აუცილებლად შეფუთეთ მარკეტინგულად თქვენი პროდუქტი.

სტატია წაიკითხე? მაშინ ასე მოიქეცი:

მომხმარებელი ხარ? მოიკითხეთ სვანური მარილი „გურჩიანი“ ყველგან. თუ არ დაგხვდება, არაუშავს, გამყიდველი ჩაინიშნავს [ასე ხდება] და იმედია ქსელში შეიტანენ.

დისტრიბუტორი ხარ? აგერ ზემოთაა მწარმოებლის საკონტაქტო ინფორმაცია. დაუკავშირდი. თქვენსავე ინტერესშია მეტი პროდუქტი გაიტანოთ ქსელში.

სავაჭრო ობიექტი გაქვს? დაუკავშირდი მწარმოებელს და შეიტანე პროდუქტი შენთან, დადე დახლზე. ორივე მოიგებთ.

და ბოლოს,
რამე ახალ პროდუქტს მოჰკრავთ თვალს? აუცილებლად შემატყობინეთ …