ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

სერიიდან „მწარე რეალობა“

ამ “სიამაყეს” რუსული პროდუქტების მაღაზიაში კვიპროსში, ბერძნულ ნაწილში, ქალაქ ლიმასოლში მცხოვრები ჩვენებური, ქ-ნი ეკატერინე ტაბატაძე წააწყდა … და სურათი გამოგვიგზავნა. დიდი მადლობა მას. მე მგონია, რომ კარგის აფიშირებასთან ერთად kar.ge-ზე უნდა წარმოვაჩინოთ ის ცუდიც, რაც ხდება საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ. და ეს ნამდვილად ცუდი ფაქტია!

მე არ ვიცი რა ღვინოა ეს. მე არ ვიცი ღვინო, რომელიც საქართველოში სტალინის ეტიკეტით ისხმება … თქვენ იცით?

მე ვერ ვხვდები ლოგიკას, რის გამოც ხვანჭკარასა და ქინძმარაულის ბოთლებზე სტალინის ფოტო შეიძლება დაიტანო? თქვენ ხვდებით?

მე არ ვიცი რა კეთდება საერთაშორისო ბაზარზე ქართული ბრენდების იმიჯის დასაცავად საქართველოს მთავარობის მიერ. თქვენ იცით?

ღვინო

 

მე არ ვიცი რა უნდა უთხრა ამის ჩამომსხმელს გარდა მრავალსართულიანი მეგრული გინებისა …

თქვენ იცით?