ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
საჭმლის ზეთი ქარვა sachmlis zeTi qarva
საჭმლის ზეთი ქარვა sachmlis zeTi qarva

საჭმლის ზეთი ქარვა – გემოს ძალა!

ქართულია & kar.ge-ა!

გემრიელი საჭმლის ზეთი კულინარების ის ძირითადი ატრიბუტია, რომლის გარეშეც გემრიელი კერძის მომზადება გაუჭირდება. ვიტყვი რომ საჭმლის ზეთი – გემოს ძალაა!

მე წარმოგიდგენთ ქართულ და kar.ge პროდუქტს საქართველოს მცენარეული ზეთების კომპანია “ქარვა”-ს მიერ წარმოებულს. კომპანია ქარვა თავის უპირატესობებს ასე წარმოაჩენს:

  • ნედლეული
  • ტექნოლოგია
  • ხარისხი
  • კვალიფიციური კადრები
  • ინოვაციური მენეჯმენტი
  • გუნდურობის პრინციპი

მე კი გეტყვით რომ ძირითადად ამ ზეთს მოვიხმარ და საკმაოდ კმაყოფილი ვარ, მჯერავს რომ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია.

აღმოვაჩინე რომ ჩვენი ანუ Kar.ge აქტივისტების და კომპანია  “ქარვა”-ს მიზანი და მისია ემთხვევა და ეს კიდევ უფრო გამიხარდა. ვებგვერდზე  კომპანია წერს თავის მისიას შემდეგნაირად:  ჩვენი მისიაა: ხელი შევუწყოთ დასაქმების პრობლემას და წვლილი შევიტანოთ ქართული ეკონომიკის განვითარებაში.

თუმცა თუ მათი მისია დასაქმების ხელშეწყობაა პატარა რჩევას მივცემ, შეუძლიათ კიდევ მინიმუმ ერთი თანამშრომელი შეიძინონ თავინთ სასარგებლოდ – ეს კადრი მათ აუცილებლად სჭირდებათ და ამ პოზიციის დასახელებაა სოც.მედია მენეჯერი ან მინიმუმ ფეისბუქ ადმინისტრატორი ვინაიდან მათი ფეისბუქის გვერდი ძალიან მარტოსული და მიუხედავია, ეს კი მგონია უნდა იყოს კომპანიის ერთ-ერთი შორი თვალიდან დანახული პრობლემა.

 

დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთქართულიწარმოებისპროდუქცია,იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.