ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

რა ღირს KAR.GE კატალოგში რეგისტრირებული კომპანიის სარეკლამო მხარდაჭერა?

KAR.GE კატალოგში დარეგისტრირდებულ თითოეულ ქართულ კომპანიას მოძრაობა KAR.GE ჩუქნის 1,000+ ლარის ღირებულების Facebook რეკლამას. კონკრეტულად რა საჩუქარია ეს? რა რესურსები გვაქვს ამ შედეგების მისაღებად? საიდან ღირს ეს Facebook რეკლამა მაინცადამაინც 1,000+ ლარი?

დავიწყოთ იმით, რომ მოძრაობა KAR.GE-ს მთავარი საკომუნიკაციო ინსტრუმენტი არის მუდმივად მზარდი ინტერნეტ აქტივობა https://kar.ge -ზე და მისი პარალელური Facebook კამპანია. ვებსაიტზე დღეში საშუალოდ 1500-2500 ვიზიტორი შედის, ხოლო Facebook გვერდზე გაზიარებულ ყოველი პროდუქციის სტატიას საშუალოდ 2-8 ათასი ადამიანი ნახულობს. მოძრაობა KAR.GE-ს ირგვლივ საზოგადოების ის უნიკალური სეგმენტია შემოკრებილი, რომელიც პრიორიტეტულად ქართული პროდუქციით ინტერესდება [მოსახლეობის 30-40%].

 

ვიმსჯელოთ მაგალითის საფუძველზე?

იხილეთ ქვემოთ მოცემული ორი გრაფიკული გამოსახულება. ორივე [ფუტკრის რძე და თათარა] KAR.GE კატალოგის გვერდებია, რომლებიც Facebook ქსელში გავაზიარეთ 26 აპრილს საღამოს [21:00-22:00 მონაკვეთში]. ორივე სურათი აღებულია 11-12 საათის შემდეგ, 27 აპრილის დილით.

თათარა

ფუტკრის რძე

თვალნათლივ ხედავთ, რომ ფუტკრის რძის შესახებ Facebook-ზე გაზიარებული ეს პოსტი 4,299 ფეისბუქელს აქვს ნანახი, აქვს 3 მოწონება და 11 გაზიარება. Facebook-ზე თათარას გაზიარებული პოსტი კი 5,250 ფეისბუქელს აქვს ნანახი, 19 მოწონება აქვს და 7 გაზიარება. ეს რიცხობრივი მონაცემები მხოლოდ 11-12 საათშია მიღებული და როგორც წესი ვარირებენ აქტუალობის, ადამიანების აქტივობის, გაზიარების დღის, საათის, თემის და ა.შ. მიხედვით. რაც აქ არ ჩანს არის დაწკაპუნებები, რომლებიც ამ შემთხვევაში 100-120-ის დიაპაზონში მერყეობს თითოეულ პოსტზე [საშუალო CTR 2-3%].

 

რა დაჯდებოდა ეს რეკლამა Facebook-ისთვის ფული რომ გადაგვეხადა?

1. Facebook პოსტის დაბუსტვა

boost post

ზემოთ სურათზე ჩანს შემდეგი: თათარას პოსტი რომ დავბუსტო [Facebook რეკლამა გავაკეთო] 10$-ად, დაფარვა გამოდის 2100-დან 5400-მდე, რეალურად კი იქნება სადღაც 3500-3800 ადამიანი, რომელიც Facebook პოსტს ნახავს. ჩვენ კი მივიღეთ 5250 დაფარვა [დაახლოებით 15-18 $ ღირებულების შედეგი], რაშიც არაფერი გადაგვიხდია.

2. დაწკაპუნებები და გადასვლა ვებსაიტზე, სტატიის ბმულზე

promote page

ზემოთ სურათზე ჩანს შემდეგი: kar.ge-ს პრომო რომ გავაკეთო Facebook-ზე [იმ მიზნით, რომ kar.ge-ზე შევიდნენ ვიზიტორები Facebook-იდან] 5 აშშ დოლარად მივიღებ 88-163 ვიზიტს [საშუალოდ 120-130 დაწკაპუნება]. ჩვენს მიერ დადებულ ყველაზე არაპოპულარული პოსტზეც კი 1% CTR მაინც არის. როცა პროდუქტს ვდებთ, 5,000 დაფარვაზე 50-დან 250-მდე დაწკაპუნებაა [საშუალოდ 120-150 დაწკაპუნება], რომელიც ცალკე მინიმუმ 5$ ღირს [ეღირებოდა რომ გადაგვეხადა].

3. დასკვნა

KAR.GE კატალოგში არსებული კომპანიის, ბრენდის და პროდუქციის ჩანაწერის ჩვენსავე Facebook ქსელში ყოველი გაზიარება [უფასო, 5,000-მდე დაფარვით, 120-130 დაწკაპუნების გენერირებით] რეალურად ღირს 15+5=20 USD მაინც, რომელსაც არ ვიხდით. ხოლო თუ პროდუქტი პოპულარული აღმოჩნდა და გავირუსდა, მაშინ ღმერთმა იცის რამდენად დიდი იქნება ეფექტი.

 

როგორ გამოდის ჩვენი საჩუქარი 1000 ლარზე მეტი ღირებულების?

რამდენი დასახელების პროდუქციას აწარმოებთ? დავუშვათ 5 დასახელებისას მაინც. ამ შემთხვევაში KAR.GE კატალოგში სულ ჩავდებთ 7 გვერდს [კომპანიის, ბრენდის და 5 პროდუქციის]. წლის განმავლობაში KAR.GE კატალოგში არსებულ ყოველ გვერდს 3 თვეში ერთხელ მაინც გავაზიარებთ, რაც წელიწადში იქნება:

7 [გაზიარებული გვერდი] * 4 [სამთვიანი მონაკვეთი] * 20 [საშუალოდ 20 $ ღირებულების რეკლამის ეფექტი თითო გაზიარებისას] = 560 $ ღირებულების სარეკლამო მომსახურებაა, რომელშიც რეალურად არაფერს გადაიხდით არც თქვენ და არც ჩვენ. ესეც 1000 ლარზე მეტი ღირებულების Facebook რეკლამა. დაუმატეთ ამას კიდევ რამოდენიმე კვალიფიციური ადამიანის შრომა [ტექსტის მომზადება, სურათის დამუშავება], რომელშიც ასევე არაფერს იხდით. ახლა დავუშვათ 20 ჩანაწერი გაქვთ კატალოგში. ჩათვალეთ, რომ უფასო რეკლამა, რომელსაც მიიღებთ იქნება განუზომლად დიდი.

მადლობა ღმერთს და ჩვენს პარტნიორებს, რომ ეს ყველაფერი შეგვიძლია!

 

დასკვნა

KAR.GE კატალოგში დარეგისტრირება სასარგებლო ინვესტიციაა და ეს რიცხვებით მარტივად საბუთთება. დეტალური შეთავაზება იხილეთ აქ და დაგვიკავშირდით.