ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

დღე3: დღეს “მარშე“-ს საქონლის სოსისი ყველით ვიყიდე დიღმის გუდვილში

დღეს გამოწვევის ფარგლებში დიღმის გუდვილი „დავლაშქრე“ და 5 ქართულ პროდუქტს შორის ერთ-ერთი „მარშე“-ს “საქონლის სოსისი ყველით“ ვიყიდე. 430 გრამიანია ეს შეფუთვა და 8.29 ლარი ღირს. ხვდებით ხომ რა ფასი აქვს კარგ ხორცპროდუქტს?

გემო აქვს გადასარევი!

“მარშე” არის ცენტრალიზებულ საწარმო. პროექტის ღირებულება 30 მილიონი ევროა და მისი მასშტაბურობა რამდენიმე პარამეტრით განისაზღვრება. აშენდა 3 ჰექტარ ფართობზე განთავსებული შენობები, სადაც კომპლექსურად გადანაწილდა კომპანიის ახალი მიმართულებები.

კომპლექსში ცენტრალიზებულად იწარმოება 300 მდე სახეობის პროდუქტი. „მარშეს“ გააჩნია წარმოების 4 მიმართულება : თევზეული , ძეხვეული, ნახევარფაბრიკატები და პურ-ფუნთუშეული .

წარმოებისთვის საჭირო ყველა დანადგარი ევროპის წამყვანი კომპანიებისგანაა ჩამოტანილი. მათ მაღალტექნოლოგიურ ფუნქციებს და თანამედროვე მსოფლიო სტანდარტების შესაბამისობას ხარისხის სერთიფიკატები ადასტურებენ (FSSC 22 000) . იქმნება სადისტრიბუციო არხები, რომლებიც კომპანიის მიერ წარმოებულ პროდუქტს მთელი საქართველოს მასშტაბით ამარაგებს.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ კომპანიის FB გვერდს.

 

რატომ 30 დღიანი გამოწვევა და რატომ სწორედ დეკემბერში?

ჩვენი მოტივაცია უმარტივესია: ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი, ვინაიდან როცა ვყიდულობთ ქართულს, ვასაქმებთ ადგილობრივს, ვავითარებთ ადგილობრივ ბიზნესს და ვაძლიერებთ ქვეყანას! გამოწვევის ფარგლებში კი ჩვენი მიზანია ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი და ამ საქმეში ავიყოლიოთ ყველა! დეკემბერი კი არის თვე, როცა მარტო წინასაახალწლო სამზადისში მოსახლეობა 400 მილიონ ლარამდე თანხას ხარჯავს.

გიწვევთ თქვენც ჩაერთოთ გამოწვევაში სადაც არ უნდა იყოთ. ნუ დაელოდებით სანამ ვინმე გამოგიწვევთ … იყიდეთ 1 ლარზე მეტი ღირებულების ნებისმიერი ქართული ბრენდირებული ნაწარმი, ტელეფონით გადაიღეთ ორიგინალური ვიდეო და გამოიწვიეთ თქვენი 3 Facebook მეგობარი, ატვირთეთ ვიდეო საკუთარ Facebook პროფილზე და დათაგეთ გამოწვეული მეგობრები, რომელთაც მიეცით 24 საათი იგივეს გასაკეთებლად.

გამოწვევის შესახებ სრული ინფორმაცია ნახეთ აქ: https://kar.ge/30day-challenge-2017/

ეს კი ჩემი დღევანდელი გამოწვევის ვიდეო: