ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ნახეთ სასწაულებრივი ილეთი, რომელიც ბორჯღალოსნების ფიჯელებს შეუსრულეს

ეს ვიდეო დღეს ვნახე ქართულ სუმოს ქომაგების FB გვერდზე
და ეს რა ვნახე ხალხოოოოოოოოოოო …
ბევრი არ მიფიქრია და გიზიარებთ …

მოგეხსენებათ, ერთი კვირის წინ ჩვენმა მორაგბეებმა ფიჯელები დასცეს ბეჭებზე, მათსავე მოედანზე. ჩვენი შერკინების ხაზმა ფიჯელთა შერკინების ხაზი (რომელიც ერთ-ერთი უძლიერესია მსოფლიოში) ფეხზე წამოაქცია ერთბაშად და თითქმის მთლიანად ქვეშ მოიქცია … ფაქტობრივად ზუსტად ისეთივე ილეთით, რასაც სუმოში იორიტაოშის (yoritaoshi) უწოდებენ …

აი ასე კეთდება იორიტაოში სუმოში …

აი ასე „შეუსრულეს“ იორიტაოში რაგბიში ბორჯღალოსნებმა ფიჯელებს …

აი მართლა ყოჩაღ!!!

შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნები ოკეანიის ტურნეს შემდეგ მსოფლიო რეიტინგში მე-11 ადგილზე არიან. ეს შედეგი ამ ანგარიშების დამსახურებაა:
საქართველო 19:19 სამოა
საქართველო 23:20 ტონგა
საქართველო 14:3 ფიჯი