ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

სარაჯიშვილი ენისელი – პოეტური სასმელი

ქართულია & kar.ge-ა!

მეგობრებს სასაცილოდ არ ყოფნით, როდესაც დალევაზე ვიწყებ საუბარს, ხუმრობენ, რომ 1 ჭიქას ვსვამ ხარივით; თუმცა გულწრფელად ვიტყვი, ნამდვილად სასმელის მოყვარული, უფრო მეტიც, გურმანი ვარ….  ძალიან მიყვარს კარგი კონიაკი, ღვინო, ვისკიც კი…

დღესაც სწორედ ამიტომ შევარჩიე უძველესი ქართული ბრენდი – სარაჯიშვილი, კონკრეტულად კი მისი კონიაკი სარაჯიშვილი ენისელი. რომელსაც საერთაშორისო დეგუსტაციებზე 29 ჯილდო, მათ შორის 20 ოქროს მედალი აქვს მოპოვებული.

1884 წელს დავით სარაჯიშვილმა საფუძველი ჩაუყარა კონიაკის კლასიკური ტექნოლოგიით წარმოებას რუსეთის იმპერიაში. თბილისში, სარაჯიშვილის კონიაკის ქარხანამ კი პირველი პროდუქტი 1887 წელს გამოუშვა. დღესდღეობით საწარმოს საცავებში, მუხის კასრებში ინახება უნიკალური ქართული საკონიაკე სპირტები, რომელებიც წარმოადგენს კომპანიაში წარმოებული პროდუქციის უნიკალურობის საიდუმლოს. ეს სპირტები ერთმანეთისგან განსხვავდება როგორც ასაკით (ზოგიერთი მათგანი 110 წელზე მეტისაა), ისე გეოგრაფიული ადგილწარმოშობით.

სარაჯიშვილის პროდუქციას კარფურისა და გუდვილის დახლებზე, ასევე დიდ სუპერმარკეტებშიც შეხვდებით, სადაც კომპანია სარაჯიშვილის სამარკო კონიაკების თარო 6-წლიანი დაძველების “ეგრისით” იწყება. მე გირჩევთ, თუ გაწვდებით შეიძინეთ და გასინჯეთ XX საუკუნე, რომელიც სულ 500 ბოთლია ჩამოსხმული და როგორც ამბობენ, თავად დავით სარაჯიშვილის მიერ შეზავებული სპირტიდანაა დამზადებული.

გაინტერესებთ რატომაა სარაჯიშვილი ენისელი პოეტური სასმელი? გასინჯეთ და 2 ჭიქის შემდეგ თავად დარწმუნდებით….

 

დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.