ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
სანტე sante

სანტე – სანდო პროდუქციის ასორტიმენტი

აი ჩემი საყვარელი კომპანია  სანტეს თავის გემრიელი და სანდო პროდუქციის ასორტიმენტით. აი რას ნიშნავს ლოიალური მომხმარებელი, სურვილი მაქვს თითქმის ყველა საყვარელი პროდუქტი გაგაცნოთ, აბსოლუტურად ყველას ვენდობი.
დღეს წარმოგიდგენთ მხოლოდ სანტეს პროდუქციას, თუმცა ალბათ ყველამ იცით რომ სანტე აწარმოებს: რძეს, ხაჭოს, მაწონს, არაჟანს, მაიონეზს, წვენებს, ასევე სანტე-ჯი-ემ-თი პროდუქტები“- ს აქვს სხვა ბრენდები, არანაკლებ გემრიელი პროდუქტებითა და სანდოობით, მათ აუცილბლად სხვა პოსტებში გაგაცნობთ.
რძე კვების რაციონის აუცილებელი ნაწილია. ამ უნიკალური თვისებების მქონე პროდუქტს არ აქვს ასაკობრივი ზღვარი და სასარგებლოა როგორც პატარებისთვის, ასევე უფროსებისთვისაც. შეუცვლელია მათთვის, ვინც დატვირთული დღის რეჟიმით ცხოვრობს. რძე „სანტე“ თანამედროვე ტექნოლოგიების და სტერილიზაციის საშუალებით დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს სასიამოვნო გემოს და სასარგებლო თვისებებს. შეიძინეთ რძე „სანტე“-  0%, 1.5%, 2.5% და 3.2% ცხიმიანობით. წონა ნეტო – 1ლ.
rZe რძერძე rdzethumb (1)thumb
ხაჭო, ორგანიზმისთვის აუცილებელი და სასარგებლო პროდუქტია, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს კალცს და ცილას. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევის პროცესს, ამიტომ აქტიურად გამოიყენებენ ადამიანები, რომლებიც სპორტით არიან დაკავებული. ხაჭო „სანტე“ განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისთვის, რადგან შეიცავს ყველა იმ ნივთიერებას რაც ხელს უწყობს პატარის ზრდას და ძვლების გამაგრებას. იდეალურია, როგორც ცხობისთვის, ასევე მსუბუქი სალათების მოსამზადებლად. გასინჯეთ და გაიგეთ, რატომ უყვართ ჩვენს მომხმარებლებს ხაჭო სანტე.
ხაჭო xacho xacho ხაჭო
მაწონი ორგანიზმისთვის სასარგებლო, უნიკალური რძემჟავა პროდუქტია, რომელიც აძლიერებს იმუნურ სისტემას და ასუფთავებს ორგანიზმს ტოქსინებისგან, ამშვიდებს ნერვებს, ხელს უწყობს განტვირთვას. მაწონი „სანტე“ იდეალურია საუზმისთვის ან საღამოს, მსუბუქად წახემსებისთვის. შეგიძლიათ დაუმატოთ ხილი ან ჯემი და ძალიან მალე იგი ოჯახის საყვარელ დესერტად იქცევა.
mawoni მაწონი
მაიონეზი ნაკლებად სასარგებლო, თუმცა კულინარიაში ფართოდ გამოყენებადი პროდუქტია, რომელიც იდეალურია ფქვილით, ხორცით, თევზით დამზადებული კერძებისთვის.
მაიონეზი maionezi thumb (5)
არაჟანი „სანტე“ფაფუკი კრემისებური კონსისტენციის და სტაბილურად გემრიელი პროდუქტია, რომელიც უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებისგან მზადდება. უხდება სალათებს, სუპებს, იდეალურია ცხობისთვის.
arajani არაჟანი
„სანტე“-ს წვენების ასორტიმენტში ადვილად შეარჩევთ ნატურალური  სასარგებლო წვენების და ნექტარების თქვენთვის საყვარელ გემოს. წვენი შეიცავს მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ხილის კონცენტრატს. მათ არ ემატებათ ხელოვნური კონსერვანტები და საღებავები.
ნატურალური წვენები naturaluri wvenebi thumb (12)  thumb (10) thumb (9) thumb (8)
დახვეწილი შეფუთვა და კორპორატიული სტილი, თანმიმდევრული და თავდაუზოგავი მუშაობა მარკეტინგზე, დისტრიბუციაზე, მერჩენდაიზინგზე. მეამაყება, მიყვარს  ვენდობი და  მოვიხმარ კომპანიის თითქმის ყველა პროდუქტს ყოველდღიურად!
ვებ გვერდი – უნაკლო 🙂
ფეისბუქის გვერდი – მოწესრიგებული
ჩემთვის მათი სლოგანი ასე გამოიყურება:
სანტე – სანდო პროდუქციის ასორტიმენტი!