ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
მაიონეზი სანტე

სანტეს მაიონეზი კლასიკური

ქართულია & kar.ge-ა!

თუ კარგად არ ეძიე, ქართული მაიონეზის დახლზე მოძებნა თითქმის შეუძლებელია! არც სანტეს მაიონეზია გამონაკლისი. პრაქტიკულად იგივე პრობლემა აქვს ყველას, რომლის ფასიც საშუალოზე მაღალია. ამას იმიტომ ვამბობ, რომ სანტეს მაიონეზი მე არც ბაზრობაზე შემხვედრია კარგა ხანია და არც უბნის მარკეტებში.

წონა – 250 მილილიტრი, ფასი 1.8 ლარი, შევიძინე გუდვილში. გემო თავისებურია, დიდად გამორჩეული შეიძლება არა, მაგრამ არც მაინცადამაინც ჩამოუვარდება სლობოდას მაიონეზს. სამაგიეროდ ქართულია.

მწარმოებელი – შპს სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები. ეს ერთ-ერთი უძველესი კომპანიაა [დაარსებულია 1998 წელს] და დღეს 5 ბრენდს ფლობს და ასზე მეტი დასახელების პროდუქტი აქვს პორტფელში. ქართული მენეჯმენტი რომ არ არის და უცხოური დამფუძნებლის „ელფერი“ რომ დაკრავს ალბათ უკვე ხვდებით. ვებსაიტი – http://sante.ge – მოწოდების სიმაღლეზეა, facebook გვერდიც.

 

მოიკითხეთ, იყიდეთ და მოიხმარეთ. მერე კი გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები : )