ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
სანდომი კრეკერი

უკაცრავად და, ეს კრეკერი ერთდროულად მარილიანი და ტკბილი როგორაა?

სანდომის მარილიანი კრეკერი დღეს ჩამივარდა ხელთ. 1.2 ღირს ჩვეულებრივ მარკეტში ეს 200 გრამიანი პაკეტი [კარგი ფასია სხვათა შორის]. თან სამარხვოა. იმდენად აშკარად მომხვდა თვალში დაშვებული შეცდომა, რომ „რიგში არ ჩავსვი“, ეგრევე დავწერე ეს მიმოხილვა და დღესვე ვაქვეყნებ.

მწარმოებელია შპს ვასაძის პური. ბრენდი – სანდომი. ვებსაიტი არ აქვს, Facebook გვერდი ნორმალურად გამოიყურება, მაგრამ არააქტიურია.

ეხლა რაშია საქმე და რაშია იაღლიში …

თუ ქმნი მარილიან კრეკერს, რომელიც ლუდზე უნდა წავიდეს, მაშინ გასაგებია შეფუთვის ვიზუალი ასეთი რატომაა. მაგრამ მაშინ რა უნდა ჩაიდანის სურათს ეტიკეტზე? ან რატომაა ტკბილი თავად კრეკერი? ანუ ტკბილია თავად კრეკერი, რომელსაც მოყრილი აქვს მარილი.

თუ კრეკერი შექმენით ჩაიზე მისაყოლებლად ან უბრალოდ საკნატუნოდ, მაშინ რატომაა ისეთი შეფუთვა, რომელიც ლუდზე ჩასაყოლებლად აღმაქმევინებს კრეკერს? რად უნდა ამ შემთხვევაში მარილი?

ხოლო თუ ქმნით ისეთ სუპერ პუპერ კრეკერს, რომელიც ორივე კურდღელს იჭერს მაშინ ამას უკვე კომენტარი არ სჭირდება. ერთ ბაზარს მარილიანი კრეკერები წაგართმევენ, მეორეს კი ტკბილი ორცხობილები. ეს იქნება სტრატეგიული კრახი.

 

მე მგონი მეგობრებო რაღაც აშკარად უნდა გადაალაგოთ …

გადაწყვიტეთ, ან ლუდზე ჩასაყოლებლებში გათვალეთ, ან ჩაიზე მისაყოლებლებში …

არადა მართლა საინტერესო პროდუქტია …