ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

რა ქმნის სამუშაო ადგილებს რეალურად?

იმდენად მაგარი რამ ვნახე, რომ აუცილებლად უნდა შემეჯამებინა და თქვენთვის გამეზიარებინა. ეს აშშ, შტატ IOWA -ს გამოცდილება/Case-ია, რომელიც უნდა წაიკითხოთ თუ სოფელთან, საკვებთან, ეკონომიკასთან, ზრდასთან და ა.შ. შეხებაში ოდნავ მაინც იმყოფებით …

საშუალო ზომის საოჯახო ფერმა – ისტორიულად ამერიკული სოფლის ეკონომიკის ხერხემალი უკვე თითქმის 20 წელია რაც უჩინარდება და ადგილს მსხვილ ინდუსტრიალიზებულ ფერმები იკავებენ. და როცა ისინი უჩინარდებიან, ასევე უჩინარდება მრავალი სამუშაო ადგილი.

თუმცა გამოსავალი არსებობს და იგი ადგილობრივ შესყიდვებშია. თუ საკვების მსხვილი შემსყიდველები, მაგალითად სუპერმარკეტები, ჰოსპიტლები და ა.შ. ადგილობრივი ფერმერებისაგან შეისყიდიან სასოფლო-სამეურნეო ნაწარმს, ისინი შექმნიან ბაზარს, საშუალო სიდიდის ბაზარს, რომელსაც ადვილად მოერგება საშუალო სიდიდის ფერმა. ამ ნაბიჯს აქვს პოტენციალი, რომ შეამციროს ფერმების გაქრობა, სამუშაო ადგილების გაქრობა და ეკონომიკურად ფეხზე დააყენოს მთელი რეგიონი.

ამ „ქეისის“ დასადასტურებლად მოყვანილია კვლევა, რომლის შედეგებიც 2016 წლის იანვარში გამოქვეყნდა და სწორედ ზემო აბზაცში მოყვანილ აზრს ასაბუთებს.

რატომაა საშუალო ზომის ფერმები კარგი გამოსავალი?

  1. დიდ კომპანებთან შედარებით ისინი მეტ ადამიანს ასაქმებენ მაშინ, როცა მსხვილი ორგანიზაცია ოპტიმალური სტრუქტურის და ტექნოლოგიების გამო ნაკლებ ადამაიანს ასაქმებს;
  2. ისინი ნედლეულს და მასალებს ადგილობრივად იძენენ, რაც ადგილობრივი ეკონომიკისათვის ძალიან სასარგებლობა. მაშინ როცა მსხვილი კომპანიები მსხვილ პარტიებს ხშირად საზღვარგარეთ იძენენ, რაც ეკონომიკიდან დოვლათის გადინებას ნიშნავს;
  3. ადგილები, სადაც საშუალო ზომის ფერნების რაოდენობა მეტია გამოირჩევიან ნაკლები სიღარიბით, ნაკლები უმუშევრობით, მეტი საოჯახო შემოსავლით, მეტი ეკონომიკური სტაბილურობით;
  4. საშუალო ზომის ფერმებს ბიოდივერსიფიცირებულობის თვალსაზრისითაც აქვთ გარკვეული უპირატესობა;

რამოდენიმე დასკვნა კვლევაზე დაყრდნობით, რომელიც რამოდენიმე წელი ტარდებოდა:

  1. აიოვაში ინსტიტუციური და საშუამავლო ბაზრების 25% საკვებს ისე რომ იძენდეს, როგორც კვლევაში დაფიქსირდა განზრახვა, შტატის ეკონომიკაში ეს 890 მილიონ აშშ დოლარს გამატებით გააჩენდა. 50%-ზე ეს 1.67 მილიარდზე ადის, 100%-ზე კი 3 მილიარდზე;
  2. ეს შესყიდვები რომ ადგილობრივი საშუალო სიდიდის ფერმებიდან მოხდეს, ეს ბაზარზე 4249-დან 16997-მდე ფერმას გადაარჩენდა და უკანვე დააბრუნებდა 2007-2012 წლებში გამქრალი ფერმების 75%-ზე მეტს;
  3. ეს შესყიდვები აიოვაში 44,000-დან 178,000-მდე სამუშაოს გამყარებდა, მაშ შორის 12,000-დან 49,000-მდე სრულად ფერმაში დასაქმებულის, და 1400-5500 მყიდველის სამუშაო ადგილს;

კვლევის სრული ანგარიში ნახეთ აქ.