ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

სამარხვო თონის ლავაში

ქართულია & kar.ge-ა!

გიყვართ სამარხვო შაურმა? ის განსაკუთრებით გემრიელია, როდესაც კარგი ლავაშით არის მომზადებული. შ.პ.ს “ლავაშ ბეიქერი” უგემრიელეს სამარხვო ლავაშს აწარმოებს. სამარხვო ლავაშის შემადგენლობაში შედის: უმაღლესი ხარისხის ფქვილი, მარილი, წყალი. 100 გრამი პროდუქტი შეიცავს: ცხიმები 0.8 %, ცილები  7.2 %, ნახშირწყლები  48.3 %. ენერგეტიკული ღირებულება 219 კალორია. “ლავაშ ბეიქერის” ლავაში არის საფუარის გარეშე, იგი დაბალკალორიულია. შეფუთვა საკმაოდ კარგი და მოსახერხებელია პიკნიკზე წასაღებად. მასზე ლოგოც აწერია, რომელიც ინგლისურად უფრო კარგად ჟღერს და აქვე მივუთითებ  “Wrap  &  Roll”.

ლავაში შევიძინე უბნის მაღაზიაში და 1.50 ლარი ღირს. ისეთი გემრიელი და კარგად გამომცხვარ-დაბრაწულია რომ უმადაც შეგიძლიათ  მიირთვათ.

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.