ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
დინამო გაბალა

სამარცხვინო პროვოკაცია, რომელიც არ უნდა განმეორდეს!

მე ფეხბურთის დიდი ფანი არ ვარ …

მხოლოდ კარგი თამაშის გულშემატკივარი ვარ …

ვუყურებ მხოლოდ ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებს …

ამ თემაზე kar.ge-ზე დაწერა არ მინდოდა, მაგრამ მინდა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია იმ მარაზმთან დაკავშირებით რაც მოხდა 2 ივლისს “დინამოსა” და “გაბალას” მატჩის შემდეგ. მინდა ვისურვო, რომ მსგავსი არ განმეორდეს მომავალში. თუმცა მგონია, რომ ეს რთული ამოცანა იქნება …

 

პროვოკაცია1

პროვოკაცია2

 

 

მეტად მიანიტი ახსნა ასეთი იქნებოდა …

2 ივლისს უბრალო სპორტული ინცინდენტი მოხდა. სპორტი ასეა, ხან მოიგებ ხან წაგებ. აქ ორივე მხარეა დამნაშავე. თამაშის შემდეგ ემოციების მოთოკვა რთულია და ალბათ აქაც რაღაც მსგავსი ნერვული პინგ-პონკი გათამაშდა. არა უშავს, გამოფხიზლდებიან და დაწყნარდებიან …

თუმცა, თუმცა … ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია

რეალურად ვიღაცას [ნეტა ვის?!] მყარად აქვს გადაწყვეტილი საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობის გაფუჭება და ამას უკვე დიდი ხანია ცდილობენ მსგავსი რადიკალური გამოხტომების წვეთ-წვეთად „ჩაწოდებით“. თუ გავითვალისწინებთ რა ბანერიც იყო გამოკიდებული დინამოს სტადიონზე თამაშისას [რომელიც შემდეგ ჩამოახსნევინეს] აშკარად იკვეთება, რომ ეს პროვოკაცია წინასწარ იყო ჩაფიქრებული. დროშის გათელვა როგორც ჩანს სარეზერვო ვარიანტი იყო, თუ პირველი არ იმუშავებდა …

დაიმახსოვრეთ მთავარი

საქართველო და აზერბაიჯანი უკვე მრავალი წელია მჭიდროდ თანამშრომლობენ თითქმის ყველა სფეროში. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ იდეალურადაა დავარცხნილი ყველაფერი, მაგრამ თუ ვინმეს აწყობს წყლის ამღვრება თან ასეთი იაფფასიანი ხრიკებით, ეს მხოლოდ საერთო მტერია. ამიტომ სანამ რამეს „გადაბრუნებულად“ იტყვით, დაწერთ ან დახატავთ დაფიქრდით იმაზე, თუ ვის წინსქვილზე ასხამთ წყალს.

იმედი მაქვს შსს გამოიძიებს ამ ფაქტს და გამოვლენილ ინტრიგნებს თავის ადგილს მიუჩენს!