ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
საირმე, ნაკადული, ბორჯომი, ნაბეღლავი და ნატახტარი ბერლინში

საირმე, ნაკადული, ბორჯომი, ნაბეღლავი და ნატახტარი ბერლინში

უღრმესი მადლობა ანა ტრაპაიძეს ამ ფოტოების ბერლინიდან მოწოდებისათვის. ანა ბერლინში ცხოვრობს და ერთ დღესაც Ledo Market-ს ესტუმრა, სადაც ქართული პროდუქტები არა მხოლოდ აღმოაჩინა და შეიძინა, არამედ სურათებიც გადაუღო და გამომიგზავნა. დიდი მადლობა ანა!

 

საირმე

ნაკადული

ბორჯომი

ნაბეღლავი

ნატახტარი

თქვენ ყველას იცნობთ!

 

ძალიან მიხარია, როცა ქართული ბრენდები საზღვარგარეთ იყიდება. ექსპორტი „წმინდა“ საქმეა. ამ საქმეს ვალუტა შემოაქვს, რომელიც პირდაპირ ხმარდება საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას, ბიზნესის გაძლიერებას და ქვეყნის გაძლიერებას.

უცხოეთში მაცხოვრებელო/მოგზაური ჩვენებურებო: აღმოაჩენთ დახლზე ქართულ პროდუქტს? გადაუღეთ სურათები, გამომიგზავნეთ და განვათავსებ kar.ge-ზე. ჩაერთეთ კარგი ქართული საქმის კეთებაში!